Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

28 თებერვალს, ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები მასშტაბური აქციის გამართვას გეგმავენ

თარიღი : 24-02-2021, 10:52 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ნამოხვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები მასშტაბური აქციისთვის ემზადებიან. აქცია 28 თებერვალს, სოფელ ოფურჩხეთში, ჰესის მშენებელი კომპანიის, "ენკას" ოფისთან გაიმართება. ადგილობრივები 13:00 საათზე შეიკრიბებიან და თავიანთ მოთხოვნებს კიდევ ერთხელ გააჟღერებენ.

"უკვე 123-ე დღეა ვითხოვთ: 1. გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება - "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს "ენკა რინიუებლზისათვის" აღნაგობის უფლებით გადაცემაზე, თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ";

2. მოგლეჯილი ჯვარი დაუბრუნდეს თავის ადგილს;

3. გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი;

4. კომპანია "ენკა რინიუებლზმა" დატოვოს რიონის ხეობა"-განაცხადა აქციის მონაწილემ ვარლამ გოლეთიანმა.

შეგახსენებთ, რომ ნამოხვანჰესის მშენებლობას მოსახლეობის ერთი ნაწილი ეწინააღმდეგება. ისინი მიიჩნევენ, რომ ჰესების კასკადის პროექტი რიონის ხეობას მხოლოდ ზიანს მოუტანს, შეიცვლება კლიმატი და განადგურდება ხეობისთვის დამახასიათებელი ენდემური სახეობები. მათივე თქმით, ტერიტორია სეისმურად აქტიურია და ხეობაში ჰესის მშენებლობა დაუშვებელია.

ადგილობრივები დანებებას არ აპირებენ და უკვე 123-ე დღეა, პროტესტის ნიშნად ღამეებს კარვებში ათევენ.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 432-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი