ახალგაზრდა ექიმი ქუთაისიდან, რომლის ანგარიშზე უკვე არაერთი გადარჩენილი სიცოცხლეა
თარიღი : 23-02-2021, 19:19 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

უკვე ოთხი თვეა, რაც ახალგაზრდა ექიმი საბა ჩხიკვაძე ქუთაისის ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრ “ლჯ და კომპანიაში”, რეანიმაციულ განყოფილებაში მუშაობს. სამედიცინო დაწესებულების გუნდს იმ დროს შეუერთდა, როდესაც ქვეყანაში კოვიდინფექციის მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდებოდა.
საბა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის მეექვსე კურსის სტუდენტია. თავდაპირველად ნეიროქირურგობაზე ფიქრობდა, თუმცა რეანიმაციულ განყოფილებაში გატარებულმა პერიოდმა საბოლოოდ რეანიმატოლოგობა გადააწყვეტინა.
ამბობს, რომ უკვე “მოიწამლა” იმ განცდით, რაც ექიმისთვის პაციენტისა და სიცოცხლის გადარჩენას მოაქვს.
ახალგაზრდა ექიმი წარმატების მიღწევის გზად 24-საათიან, მუხლჩაუხრელ შრომას ხედავს და თანატოლებსაც, რომელთაც თავიანთ საქმეში შედეგის ხილვა სურთ, ანალოგიურს ურჩევს.