Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘მელიას დაკავება არის თავისუფლების დაკავება და დიქტატურის დასაწყისი საქართველოში, რასაც არ დავუშვებთ,’-თბილისში დაგეგმილ აქციას მონაწილეები ქუთაისიდან უერთდებიან

თარიღი : 23-02-2021, 12:50 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
ოპოზიცია დღეს, 15:00 საათზე, კანცელარიასთან აქციას გამართავს. აქციას ქუთაისიდან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტებიც შეუერთდებიან.

"სიმბოლურია თარიღი 1921 წლის 23 თებერვალი და 2021 წლის 23 თებერვალი. ამით უკვე ყველაფერი ნათქვამია. მელიას დაკავება არ არის კონკრეტული ერთი პიროვნების დაკავება, მელიას დაკავება არის თავისუფლების დაკავება და დიქტატურის დასაწყისი საქართველოში, რასაც არ დავუშვებთ,"-ამბობს სამოქალაქო აქტივისტი მიხეილ გეგეშიძე.

"ნიკა მელიას დაკავება არის რუსული მინიმოდელის მმართველობის გაფორმება საქართველოში. ბელარუსიზაციის გზა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართულ საზოგადოებას ექნება შესაბამისი რეაგირება და დასავლეთი უკვე აღარ შემოიფარგლება მხოლოდ სიტყვებით და გადავა საქმეზე. მივდივართ აქციაზე და ვიბრძოლებთ თავისუფლებისთვის,"-ამბობს ლეიბორისტული პარტიის“ ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელი ირაკლი კიკვაძე.

აქციას პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარე გოგი წულაიაც უერთდება. მისი თქმით, მელიას დაკავებით ხელისუფლება მმართველობას მძიმედ დაასრულებს.

"მე დიდი ხანია ვამბობ, რომ ასეთ ხელისუფლებას ოპოზიცია არ აგდებს, ყველა ხელისუფლება თავისი უგუნურებით იგდებს თავს. ამ საქციელით, მათ თუკი ჰქონდათ პირობითად, ხელისუფლებაში ყოფნის ერთი თვე, ახლა ექნებათ ერთი კვირა. თუ აქამდე მეტი ნორალურად დაასრულებდნენ მმართველობას, ახლა ძალიან მძიმე დასასრული ექნებათ. მე ამას ვამბობ გულისწუხილით, რადგან მაშინ განვითარდება ქვეყანა, როცა ხელისუფლებები ასე მძიმედ და ტრაგიკულად კი არ დაამთავრებენ, არამედ ნორმალურად წავლიან. არ გვეღირსა ეს და ესაა ყველაფრის ტრაგედია. გზაში ვარ უკვე, ვუერთდები აქციას და შევუერთდები აბსოლუტურად ყველა აქციას. ღარიბაშვილი როგორ უნდა აიტანოთ ხალხნო, რა გჭირთ?"-ამბობს გოგი წულაია.

შეგახსნებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში სპეცრაზმი შეიჭრა, მათ ნიკა მელია ძალის გამოყენებით დააკავეს. სპეცრაზმმა ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 162-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თბილისში, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციას ქუთაისიდან უერთდებიან.
ინციდენტის დასრულების შემდეგ აკაკი ბობოხიძემ ჟურნალისტებთან გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, იმაში, რაც 'ერთიან ნაციონალურ

ამინდი