Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვანის მერის პირველი მოადგილის წარსული-ვინ არის გოჩა ჭუბაბრია

თარიღი : 23-02-2021, 12:41 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ვანის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის თანამდებობაზე გოჩა ჭუბაბრია დაინიშნა.

გოჩა ჭუბაბრია დაიბადა 1961 წლის 6 ოქტომბერს ვანში.

1978 წელს დაამთავრა სოფელ ისრითის საშუალო სკოლა.

1986 წელს დაასრულა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვაჭრობის,ეკონომიკის და საქონელთმცოდნეობის ფაკულტეტი.

1986-1987 წლებში მუშაობდა პოდოლსკის ელექტრომექანიკური ქარხნის ვანის წარმოებაში „სვეტი“, ეკონომისტის პოზიციაზე.

1988-1991 წლებში სტატისტიკის ვანის რაიონულ განყოფილებაში იყო განყოფილების გამგის მოადგილე.

1991-2000 წლებში ხელმძღვანელობდა სოციალური უზრუნველყოფის და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ვანის რაიონულ განყოფილებას.

2000-2001 წლებში იყო ვანში საგადასახადო ინსპექციის უფროსი.

2001-2003 წლებში იყო ვანის რაიონის გამგებლის მოადგილე.

2004-2005 წლებში ხელმძღვანელობდა ვანის გამგეობის ეკონომიკის სამსახურს, ხოლო 2005-2007 წლებში ვანის სოციალური სუფსიდიის სააგენტოს.

2008-2017 წლის ნოემბრამდე ხელმძღვანელობდა საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დასავლეთის ფილიალის ადმინისტრაციას.

2017 წლის 13 ნოემბრიდან 2021 წლის 14 თებერვლამდე იყო ვანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე.

2021 წლის 15 თებერვლიდან არის ვანის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე.

ოჯახური მდგომარეობა: ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.


ნანახია: 171-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ტაძრის კურთხევის საზეიმო ლოცვები ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა მეუფე ანტონმა აღავლინა.
იმერეთის რეგიონში პირველი პირის პოსტი 4 თვეა ვაკანტურია.

ამინდი