Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘ ყველა ნორმალურ ქვეყანაში ასე მოხდებოდა,’-ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი მელიას დაკავებაზე

თარიღი : 23-02-2021, 11:52 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"სახელმწიფომ იმოქმედა კანონის შესაბამისად" - ასე აფასებს ნიკა მელიას დაკავებას ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნებიდან“ დეპუტატი ალეკო ახალაძე. Topnews.com.ge-სთან ინტერვიუში ახალაძე ღარიბაშვილს საქციელს უწონებს და ამბობს, რომ ყველა ნორმალურ ქვეყანაში ხელისუფლება ასე მოიქცეოდა.

"სახელმწიფომ აღასრულა კანონი. როცა კანონის აღსრულება არ ხდება, მაშინ თავს იჩენს უფრო მეტი დესტრუქციული ძალა და ხდება მათი წახალისება. ეს ქაოსი კი სახელმწიფოში უარყოფითი მოვლენების განვითარებას იწვევს. ამდენად, მიმაჩნია, რომ დაკავება კანონიერი იყო. ყველა ნორმალურ ქვეყანაში ასე მოხდებოდა. თვითონ ამ პიროვნებამ დემოსტრაციულად გამოიწვია არა მარტო ვინმე, ან რომელიმე პარტია, არამედ მთელი სახელმწიფო. ელექტრონული სამაჯური მან მთელს ქვეყანას ესროლა და ამით შეეცადა წაეხალისებინა პოლიტკრიმინალები. მეხუთე კოლონა რომ იყო საქართველოში, რომელიც რევდა სიტუაციას, შემდეგ წითელ არმიას შეეგება და მოხდა გასაბჭოება, ასეთ ძალად მიმაჩნია ნაციონალური მოძრაობა, რომელიც აკეთებს სუფთა რუსულ საქმეს.

ძალიან კარგად თქვა გუშინ, ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომ ეს კაცი ფორმალურად დანიშნეს ოპოზიციურ ლიდერად, სინამდვილეში სააკაშვილი რევს სიტუაციებს და ეს ძალიან ცუდია. ე.ი ერთი პარტია ან ერთი პიროვნება იწვევს მთელს სახელმწიფოს და უშვებს იმის პრეცედენტს "მე ვარ და ჩემი ნაბადი" და კანონი არაფერიაო. ამდენად, ყოჩაღ ირაკლი ღარიბაშვილს, ზუსტად ასეთი პრემიერ-მინისტრი დაიცავს ჩემს ოჯახს, თქვენს ოჯახს და ჩვენს ქვეყანას"-ამბობს ალეკო ახალაძე.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის ოფისზე შტურმი დილით დაიწყო. სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა. ის პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს და სპეცდანიშნულების მანქანით წაიყვანეს.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 483-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ინციდენტის დასრულების შემდეგ აკაკი ბობოხიძემ ჟურნალისტებთან გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, იმაში, რაც 'ერთიან ნაციონალურ
ქუთაისის საკრებულოს წევრი ალეკო ახალაძე ქალაქის საკრებულოს სხდომაზე დღეს მომხდარ ინცინდენტს იხსენებს.

ამინდი