Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘ქართულმა ოცნებამ’ გავრილოვის ღამით დაიწყო და როდიონოვის დილით დაამთავრა’

თარიღი : 23-02-2021, 11:27 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"ვერ წარმოგვედგინა, რომ 2021 წლის 23 თებერვალს, გასაბჭოების 10 წლისთავზე, მოგვიწევდა ბოლშევიზმთან ბრძოლა"-ასე ეხმაურება ნიკა მელიას დაკავების ფაქტს ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე. გიგა შუშანია Topnews.com.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ როდიონოვები და სხვა კარიკატურები ქვეყანაში ბოლშევიზმის დამყარებას ვერ შეძლებენ და ქართველი ხალხი თავისუფლებისთვის ბრძოლაში აუცილებლად გაიმარჯვებს.

"ქართულმა ოცნებამ" გავრილოვის ღამით დაიწყო და როდიონოვის დილით დაამთავრა. შემთხვევითი არაა, როცა 23 თებერვალს, საბჭოთა არმიის დღეს, ეს სახეცვლილი ბოლშევიკები ცდილობენ ბოლშევიზმის დაბრუნებას საქართველოში.

დღეს არის იუნკერების ხსოვნის დღე და ნამდვილად თავისუფლებისთვის ბრძოლაა. ამ ბრძოლას ჩვენ მოვიგებთ. სამ საათზე, თბილისში, კანცელარიასთან ყველა შევიკრიბებით და დაიწყება საპროტესტო აქციები. მთელი საქართელო იქ იქნება. არა მარტო ჩვენი, საერთაშორისო პარტნიორების მობილიზებაც დაიწყება. საქართველოს გასაბჭოებას არავინ დაუშვებს. საბჭოთა მილიციელებიც კი, 9 აპრილს, ქართველი ხალხის გვერდით იდგნენ, განსხვავებით ამ დაზონდერებული სპეცრაზმელებისა. თითოეულმა მათგანმა უნდა იცოდეს, რომ შევლიან სამარცხვინო სახელებით და გვარებით ისტორიაში, როგორც შევიდნენ ის ადამიანები, რომლებიც იუნკერებისა და თავისუფლების წინააღმდეგ იბრძოდნენ, ზუსტად 10 წლის წინ"-განაცხადა გიგა შუშანიამ.

შეგახსენებთ, რომ სპეცრაზმმა "ნაცინალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია დააკავა. ის ოთახიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს და ოფისში ცრემლსადენი გაზი გაუშვეს. გარდა ამისა, დაზიანებულია ოფისის ინვენტარი, დამტვრეულია კარებები და ფანჯრები.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 201-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი