Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მოსახლეობამ ქუთაისი-ცაგერის დამაკავშირებელი მაგისტრალი გადაკეტა

თარიღი : 22-02-2021, 14:51 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ერთ საათზე მეტია ქუთაისი-ცაგერის მაგისტრალი გადაკეტილია. გზა ნამოხვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა გადაკეტეს. მათ მჯდომარე აქციაც გამართეს, რასაც ხმაური მოჰყვა.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, სამართალდამცავემა მათ ხეობაში გადაადგილება შეუზღუდეს. შეზღუდვას მოსახლეობა ხეობაში დაგეგმილ აფეთქებას უკავშირებს.

"ჩვენ ჩვეულებრივ გადავადგილდებოდით კარვების მიმართულებით, სადაც 121-ე დღეა ჩვენი პროტესტი გრძელდება. გადაგვიკეტა პოლიციამ გზა. ყველა სხვა მანქანას ჰქონდა საშუალება გადაადგილებულიყო, ჩვენი პროტესტის მონაწილეების გარდა. ეს არის უკანონო ქმედება. პასუხსაც ვერ გვცემენ, როცა ვეკითხებით რატომ გვიკეტავენ გზას. დგანან და ბრძანებას ასრულებენ. რადგან ჩვენი მოძრაობა შეზღუდეს, ჩვენც სამანქანო გზის მეორე ნაწილი გადავკეტეთ, ამის გამო გადმოვიდნენ ძალადობაზე. იძულებული გავხდით დავმჯდარიყავით გზაზე, სანამ არ გაგვატარებენ, აქ ვიქნებით,"-განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

აქციის მონაწილეებმა მასშტაბური აქციაც დაანონსეს, რომელიც 28 თებერვალს, 13:00-ზე, სოფელ ოფურჩხეთში, ჰესის მშენებელი კომპანიის- “ენკას" ოფისთან გაიმართება. მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ პროტესტს არ შეწყვეტს, სანამ "ენკა" ხეობას არ დატოვებს.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 1177-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი