ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტში ცვლილებები ხმაურის ფონზე განიხილეს
თარიღი : 14-04-2014, 15:15 | კატეგორია: ახალი ამბები

ქალაქის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა 2014 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შეიტანეს.
ცვლილებების პროექტის მიხედვით, სპორტის სასახლის დაფინანსებას 20 000 ლარი დაემატა, 30 000 ლარი გამოიყო ბოტანიკური ბაღისათვის, 10 000 ლარით დაფინანსდა მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკი, გზებისა და ხიდების რეკონსტრუქციისა და ექსპლუატაციის ხარჯებს 662 000 ლარი დაემატა, ქალაქში ახალი ბაგა-ბაღების კაპიტალური მშენებლობისათვის 998. 3 ათასი ლარი გამოიყო. გარდა ამისა, ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებებით ბოტანიკური ბაღის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისათვის 249.7 ლარი გამოიყო. 180 000 ლარი დაემატა პროგრამა „კორპუსის“ დაფინანსებას, ხოლო საკალათბურთო კლუბმა „ქუთაისი 2010“ 30 000 ლარი მიიღო.
ცვლილებების განხილვას საკრებულოს სხდომაზე ხმაური მოჰყვა. საკრებულოს „ნაციონალმა“ დეპუტატებმა მმართველი გუნდი საბიუჯეტო სახსრების წინასაარჩევნო მიზნებისათვის გამოყენებაში დაადანაშაულეს. დეპუტატ გია გოქაძის თქმით, „ეს წინასაარჩევნო ტრიუკია, რომელსაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს. ბაღების მშენებლობისათვის თანხები გამოყვეს, თუმცა არ იციან სად აშენებენ,“ - ამბობს გოქაძე.
საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მღვდელაძე ოპონენტების ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს. მისი თქმით, არჩევნებამდე ორი თვით ადრე კანონი კრძალავს ბიუჯეტში ცვლილებების განხორციელებას.
„ეს ორ თვიანი პერიოდი ხვალიდან იწყება. ასე რომ არ გაგვეკეთებინა, პროექტები დაფინანსების გარეშე დარჩებოდა,“ - ამბობს მღვდელაძე.