Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

18 წლის ქუთაისელი გოგონა ლიეტუვაში, ელ-სი-სის საერთაშორისო უნივერსიტეტში ისწავლის

თარიღი : 19-02-2021, 12:49 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს და თუ მოინდომებ, ყველაფერი შესაძლებელია.

შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენს რესპონდენტად ნუცა ჯავახაძე შევარჩიეთ. ნუცა ქუთაისის მე-19 საჯარო სკოლის მოსწავლეა. სკოლას მიმდინარე წელს ამთავრებს და ლიეტუვაში მიემგზავრება, თუმცა უცხოეთში სწავლის მიზნით ვიზიტი ნუცასთვის პირველი არაა. ის ერთი აკადემიური წლის მანძილზე, ამერიკულ სკოლაში სწავლობდა და ამერიკელ მასპინძელ ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. ამ პერიოდს ნუცა სასიამოვნოდ იხსენებს.

"პირველი შემთხვევა არ არის, როცა უცხოეთში მივდივარ. მანამდე ამერიკაშიც ვიყავი "FLEX"-ის მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამით, 2019 წელს. ამ პროგრამას სრულად აფინანსებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი. იმისთვის, რომ ამერიკაში მესწავლა, კონკურსის სამი ეტაპი გავიარე: აპლიკაცია და 3 ესე; 15 წუთიანი ენის ტესტი; ინგლისურის სტანდარტული ტესტი, თემები, აპლიკაცია და ინტერვიუ. ძირითადად აინტერესებთ პიროვნული თვისებები, გაქვს თუ არა ლიდერის ხასიათი. კარგი ელჩი უნდა იყო და კარგად წარმოაჩინო შენი ქვეყანა. ჩემი ნაკადის დროს 80 მოსწავლე ვიყავით ამერიკაში საქართველოს მასშტაბით.
https://i.postimg.cc/N0B5PbPf/2-F1-DD921-56-DD-409-D-B1-A8-045835-FFEE56.jpg
საკმაოდ ნაყოფიერი ერთი აკადემიური წელი გავატარე ამერიკაში. ამან მომცა ძალიან დიდი გამოცდილება ყველა კუთხით, რაც შეიძლება ადამიანს ცხოვრებაში დასჭირდეს. ვცხოვრობდი მასპინძელ ოჯახთან ერთად და დავდიოდი ამერიკულ სკოლაში. თავიდან ძალიან მეშინოდა, მაგრამ იმდენად მინდოდა ამერიკაში წასვლა, კარგი ვქენი ეს ნაბიჯი რომ გადავდგი. ამან მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალა, შემცვალა როგორც პიროვნება, თვითშეფასებაც ამიმაღლა. ახლაც მყავს ამერიკელი მეგობრები და ხშირად ვესაუბრები მათ. იქ ცხოვრება სულ სხვანაირია, სწავლაც განსხვავებულია. მე შშმ პირი ვარ და ამ მხრივ ჩვენთან ცუდი მდგომარეობაა, ელემენტარული პანდუსებიც არაა. სიარულის მხრივ მაქვს პრობლემა, ამერიკაში კი ყველაფერი სათანადოდაა მოწყობილი, ამიტომ "FLEX"-ის პროგრამა ჩემთვის მისწრება იყო. ზოგადად, შშმ პირებისთვის ამერიკა თერაპიასავითაა. ამიტომ გადავწყვიტე, უცხოეთის უნივერსიტეტში ჩაბარება,"-ამბობს ნუცა ჯავახაძე.

ნუცა ამჯერად, ლიეტუვაში, ქალაქ კლაიპედას ელ-სი-სის საერთაშორისო უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე, 80%-იანი დაფინანსებით ისწავლის (მაქსიმალური დაფინანსება 90%). ნუცამ ამ წარმატებას სკოლის აკადემიური მაჩვენებლის, ინგლიური ენის ტესტისა და ინტერვიუს შეფასებაში, მაქსიმალური ქულების მიღებით მიაღწია.

"ამ უნივერსიტეტში ძირითადად სხვადასხვა ქვეყნის ხალხი სწავლობს. უფრო მეტად, კავკასიიდან და აღმოსავლეთ ევროპიდან არიან ჩამოსული მოსწავლეები. სწავლა ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს. მე საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ვისწავლი, სულ მაინტერებდა პოლიტიკა, იდეოლოგიები, სხვადასხვა ხალხის კულტურა. ძალიან მინდა მთელს მსოფლიოში ვიმოგზაურო. ახლა მთავარია, გამოცდები წარმატებით ჩავაბარო,"-ამბობს ნუცა.

ჩვენი რესპონდენტი სამომავლოდ არასამთავრობო ორგანიზაციის დაარსებას გეგმავს, რომელიც შშმ პირებს საზოგადოებაში ინტეგრირებაში უფრო მეტად დაეხმარება.

"ძალიან მინდა შევქმნა არასამთავრობო ორგანიზაცია და ავამაღლო ცნობიერება საზოგადოებაში შშმ პირებზე. მნიშვნელოვანია ჩვენი მხარდაჭერა. ამასთან, მიტაცებს პოლიტიკური ჟურნალისტიკა და ვფიქრობ, სამომავლოდ ამ კუთხითაც წავიდე. მიყვარს რეცენზიების წერაც, თუ რაიმე წიგნს წავიკითხავ ან ფილმს ვუყურებ, მაშინვე ვაკეთებ ჩანაწერებს. ამერიკაში როცა ვიყავი, კინოხელოვნებას გავდიოდით და იქ გვაკეთებინებდნენ, მას შემდეგ სულ ვწერ,"-ამბობს ნუცა ჯავახაძე.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 345-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ფერიდე ამერიკაში სასწავლებლად ზაფხულში გაემგზავრება.
იმერეთის ახალი ამბების სააგენტო topnews.com.ge-ს ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა განუცხადეს, რომ შემთხვევა ამერიკის
შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოში მყოფი, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ამერიკის მოქალაქის სიცოხლისა და უსაფრთხოების

ამინდი