Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

თერჯოლაში სოციალურად დაუცველ ოჯახებს ახალი სახლები გადაეცათ

თარიღი : 18-02-2021, 17:40 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
თერჯოლაში მცხოვრებ ორ სოციალურად დაუცველ ოჯახს საცხოვრებელი სახლი გადაეცა. სოფელ ჩხარსა და სოფელ ქვედა სიმონეთში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სახლები თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამის ,,სახლდაზიანების“ ფარგლებში აშენდა. ოჯახებს ახალი საცხოვრებლების გასაღები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, თერჯოლის ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად გადასცა.

ოჯახები ამ დრომდე მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებში იმყოფებოდნენ. სოფელ ჩხარში ბებია და შვილიშვილი დაზიანებულ ხის სახლში ცხოვრობდნენ, რომელიც რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა.

ასევე, დახმარებას საჭიროებდა სოფელ ქვედა სიმონეთში მცხოვრები არაბიძეების ოჯახი. დედა-შვილი სოციალურად დაუცველები არიან.

,,სახლდაზიანების” პროგრამის ფარგლებში თერჯოლაში უკვე სამი სახლი აშენდა. მიმდინარე წელს აღნიშნული პროგრამით კიდევ 5 ოჯახი ისარგებლებს. 2021 წელს ამ მიმართულებით ადგილობრივ ბიუჯეტში 175 000 ლარია გამოყოფილი.


ნანახია: 244-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სოციალურად დაუცველი ოჯახების სახლების გადახურვის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს სულ 60 ოჯახი გადაიხურება.
ლევან და გოჩა ხარაძეების მრავალსულიანი ოჯახი მძიმე ეკონომიურ პირობებში ცხოვრობს.
ადგილობრივი ხელისუფლებისგან ოჯახებმა საჩუქრად გაზქურებიც მიიღეს
ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები სოფელ კისორეთში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახს ესტუმრნენ.
სხვადასხვა სახის სამშენებლო მასალა „სახლდაზიანებულ პირთა დახმარების პროგრამის“ ფარგლებში გაიცა.

ამინდი