Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ენა უნდა იყოს დაცული"- ლექცია ქართული ენის გამოწვევების შესახებ

თარიღი : 14-04-2014, 12:35 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ქართული ენის დღესთან დაკავშირებით „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციამ ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში პარტიის წევრებისა და მოქალაქეებისათვის ლექცია გამართა.
ქართული ენის ისტორიისა და მის წინაშე მდგარი საჭიროებების შესახებ ლექცია მწერალმა და ჟურნალისტმა ლია გვენეტაძემ წაიკითხა.
„მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ ენას, როგორც ენის საგანძურს გაფრთხილება და მოვლა სჭირდება. მითუმეტეს გლობალიზაციის პირობებში. ჩვენნაირი მცირერიცხოვანი ერისათვის ნამდვილად დიდი პრობლემა დგას ამ კუთხით,“ - ამბობს ლია გვენეტაძე.
პარტიის იმერეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იმ ღონისძიებებზე გაამახვილა ყურადღება, რაც „თავისუფალმა საქართველომ“ ქართული ენის დაცვის მიზნით განახორციელა.
„რა მნიშვნელობა აქვს ენას რუსი წაგართმევს თუ ამერიკელი. ენა უნდა იყოს დაცული. ჩვენი პარტიის საკანონმდებლო წინადადების საფუძველზე პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვით, საქართველოში ნებისმიერი რეკლამის განთავსება ქართულ ენაზე უნდა მოხდეს, თუმცა პრაქტიკაში ამის აღსრულება არ ხდება,“ - ამბობს გოგი წულაია.


ნანახია: 2977-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ღონისძიებაზე 1978 წელს, ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის დასაცავად გამართული აქციიდან ფრაგმენტები გაიხსენეს და ლექსები
ტარტუს გარდა ქართული ენას ლაიდენის უნივერსიტეტში (ჰოლანდია), ბრემენისა (გერმანია) და ვილნიუსის (ლიტვა) უნივერსიტეტებშიც სწავლობენ.
პაატა ბურჭულაძე- საქართველოს განვითარების ფონდის ქუთაისის ოფისმა ქალაქს დედა ენის დღე მიულოცა.

ამინდი