Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

დიდთოვლობა ონში-თოვლის საფარის სიმაღლემ მუნიციპალიტეტში ერთ მეტრს მიაღწია

თარიღი : 18-02-2021, 17:03 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
კურორტ შოვში დიდთოვლობაა. თოვლის საფარის სიმაღლემ ერთ მეტრს მიაღწია. ონის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და გუშინ, მთელი დღის მანძილზე მიმდინარეობდა ცენტრალური გზის გაწმენდითი სამუშაოები. სოფლის შიდა საუბნო გზები კი ამ წუთებშიც იწმინდება.

"შოვში, თოვლის საფარის სიმაღლემ ერთ მეტრს მიაღწია. გუშინ გაიწმინდა ცენტრალური საავტომობილო გზა და შეუფერხებლად შეუძლიათ ავტომანქანებს გადაადგილება. გაწმენდითი სამუშაოები დღესაც მიმდინარეობს, ამჯერად სოფლის შიდა საუბნო გზებზე. გადაადგილებაზე პრობლემა არ შექმნილა, გზები თავისუფალია,"-აცხადებენ ონის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურში.

მათივე ინფორმაციით, მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურები კვლავ მზადყოფნაში რჩებიან და პრობლემური მონაკვეთის შემთხვევაში, ინტენსიურად გააგრძელებენ გაწმენდით სამუშაოებს.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 247-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თოვლის საფარის სიმაღლემ სოფელ კინჩხაში 30 სმ-ს მიაღწია.
დიდითოვლობამ პრობლემები ფეხით მოსიარულეებსაც შეუქმნა.
იმერეთის ზედა ზონის სოფლებში თოვლის საფარმა 50 სმ-ს მიაღწია.

ამინდი