Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘სპეციალური სერვისები’: ამ ეტაპზე ქუთაისში გზების გაწმენდის აუცილებლობა არ დგას

თარიღი : 17-02-2021, 11:18 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"როცა ჩვენი ჩარევის აუცილებლობა დადგება, დავიწყებთ გზების გაწმენდით სამუშაოებს,"-ამის შესახებ Topnews.com.ge-ს ააიპ "სპეციალური სერვისების" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა განუცხადა. გიორგი მჟავანაძე ამბობს, რომ მომარაგებული აქვთ ყველა საჭირო ტექნიკური რესურსი.

"გამოცხადებულიც იყო და ველოდებოდით ნალექს მთელს კოლხეთის დაბლობზე. შესაბამისად, ქუთაისშიც დაიწყო ნალექი თოვლის სახით, მაგრამ ამ წუთისთვის ჩვენი მხრიდან (რაც გზების გაწმენდით სამუშაოებს გულისხმობს), ჩარევის აუცილებლობა არ დგას. ჩვენ მზად ვართ, ვაწარმოებთ მთელი ქალაქის მასშტაბით მონიტორინგს, აქტიურად თანამშრომლობს ჩვენთან საპატრულო პოლიციაც და როცა ჩვენი ჩარევის აუცილებლობა დადგება, დავიწყებთ გაწმენდით სამუშაოებს.

ადგილზე მობილიზებული გვაქვს სპეციალური ტექნიკა, ტექნიკური მარილი და ინერტული მასალები. შესაბამისად, თოვლის საფარის კვალდაკვალ დავიწყებთ გაწმენდით სამუშაოებს. პირველ რიგში, ისეთ ადგილებზე განხორციელდება სამუშაოები, რომელიც რელიეფურად ცოტა რთული მისადგომია (მაგალითად გორა, მწვანეყვავილა, გელათის ასასვლელი), შემდგომ სტრატეგიულ ობიექტებთან მისასვლელი გზები გაიწმინდება და პარალელურ რეჟიმში, ცენტრალური გზებიც. მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ამ კუთხით პრობლემა არ შეიქმნას ქალაქში,"-ამბობს გიორგი მჟავანაძე Topnews.com.ge-სთან.

ავტორი: ქეთი გელაშვილი

ფოტო: “ქუთაისელები”


ნანახია: 852-ჯერ

მსგავსი სიახლეები
როგორც ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge-ს კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი მჟავანაძემ
"სპეციალური სერვისები" ქუთაისის შემდეგ, თოვლისგან გზების გაწმენდით სამუშაოებს სამტრედიაში შეასრულებს.
გზების გაწმენდით სამუშაოებში სპეც. ტექნიკასთან ერთად ცოცხალი მუშა-ხელიცაა ჩართული.
ქალაქში მობილიზებულია როგორც სპეც.ტექნიკა, ისე ცოცხალი ძალა.

ამინდი