Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

უფასო იურიდიული კონსულტაცია თქვეთვის საინტერესო საკითხებზე (კითხვა-პასუხი)

თარიღი : 13-04-2014, 19:32 | კატეგორია: სამართალი   
topnews.com.ge
1. კითხვა: რა სახის პასუხისმგებლობას გამოიწვევს სავალდებულო სამხედრო სამსახურში გამწვევ კომისიაში გამოუცხადებლობა სამხედრო ვალდებულების მოხდისაგან თავის არიდების მიზნით?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1971 მუხლის თანახმად: სავალდებულო სამხედრო სამსახურში გამწვევ კომისიაში გამოუცხადებლობა სამხედრო ვალდებულების მოხდისაგან თავის არიდების მიზნით, –გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარისოდენობით. აღნიშნული ჯარიმის დადგენილ ვადებში გადაუხდელობა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 30 დღის ვადით.
შენიშვნა:ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით.

2. კითხვა: ვინ თავისუფლდება სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან?
პასუხი:„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად: სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან თავისუფლდებიან: ა) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამხედრო სამსახურისათვის უვარგისად ცნობილი პირი; ბ) პირი, რომელმაც სამხედრო სამსახური სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალებში გაიარა; გ) პირი, რომელიც სისხლის სამართლის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის არის ნასამართლევი; დ) პირი, რომელიც გადის არასამხედრო, ალტერნატიულ, შრომით სამსახურს; ვ) პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს სამეცნიერო ხარისხი და ეწევა პედაგოგიურ ან სამეცნიერო მუშაობას; ზ) ერთადერთი ვაჟი ოჯახში, რომლის ერთი წევრი მაინც დაიღუპა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში ან სამხედრო სამსახურის გავლისას.
ამავე მუხლის მე-2-ე პუნქტის თანახმად: საქართველოს პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია სამხედრო ვალდებულების მოხდისაგან გაათავისუფლოს განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული წვევამდელი.
3.კითხვა:შესაძლებელია თუ არა სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადდება?
პასუხი: „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ემუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად: წვევამდელს სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება, თუ: ა) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამხედრო სამსახურის გავლისათვის დროებით უვარგისად არის ცნობილი – ვადით ერთ წლამდე; ბ) მის მიმართ მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი დევნა – შესაბამისი ორგანოების მიერ სათანადო გადაწყვეტილების მიღებამდე; გ) არის უმაღლესი ან საშუალო სპეციალური სასწავლებლის სტუდენტი და ჩარიცხულია სამხედრო კათედრაზე – ამპუნქტის „გ1“ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე; გ1) არის საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან უცხო ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი – სწავლის დამთავრებამდე, უმაღლესი განათლების თითოეულ საფეხურზე; გ2) არის უმაღლესი სამედიცინო განათლების დიპლომის შემდგომი საფეხურის რეზიდენტიან/და რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომის შემდგომი განათლების საფეხურზე მყოფი პირი, რომელიც სარეზიდენტო პროგრამის დადგენილ ვადაში გადის პროფესიულ მზადებას ერთ-ერთ საექიმო სპეციალობაში, − სარეზიდენტო პროგრამის დამთავრებამდე; დ) მან გადაიხადა სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებისათვის „სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოსაკრებელი;ე) არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლე – 20 წლის ასაკამდე; ე1) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დასრულების წელს დარეგისტრირდა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე – გამოცდების შედეგების გამოცხადებამდე, ხოლო გამოცდების შედეგების საფუძველზე უმაღლესსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლების მოპოვების შემთხვევაში – იმავე წელს ამ პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უმაღლესსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვამდე; ე2) აკადემიური უმაღლესი განათლების ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების წელს დარეგისტრირდა საერთო სამაგისტრო გამოცდაზე − საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგების გამოცხადებამდე, საერთო სამაგისტრო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების შედეგების გამოცხადებამდე, ხოლო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში − აკადემიური უმაღლესი განათლების ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების წელს ამ პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური უმაღლესი განათლების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვამდე; ე3) აკადემიური უმაღლესი განათლების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მიზნით სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოთხოვნით მიმართა გამწვევ კომისიას – აკადემიური უმაღლესი განათლების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების წელს ამ პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში შესაბამისი განცხადების შეტანამდე, ხოლო აღნიშნული განცხადების შეტანის შემდგომ – იმავე წელს ამ პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ აკადემიური უმაღლესი განათლების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე მისი ჩარიცხვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე; ე4) უმაღლესი სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების წელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დარეგისტრირდა რეზიდენტურაში ჩასარიცხ კონკურსზე − რეგისტრაციის წელს გამოცხადებული კონკურსის დასრულებამდე, ხოლო კონკურსის შედეგების საფუძველზე რეზიდენტურაში საკონკურსო ადგილის დაკავების შემთხვევაში – იმავე წელს ამ პუნქტის „გ2“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვამდე; ვ) პატრონობს შრომისუუნარო, მის კმაყოფაზე მყოფ ბებიას ან პაპას, თუ მას არა ჰყავს სხვა კანონიერი მომვლელი, რომელსაც შეუძლია მისი მოვლა-პატრონობა; ზ) ჰყავს ორი ან ორზე მეტი შვილი; თ) მის კმაყოფაზეა ოჯახის შრომისუუნარო წევრი, რომელიც საჭიროებს მუდმივ მზრუნველობას და არა ჰყავს სხვა კანონიერი მომვლელი, რომელსაც შეუძლია მისი მოვლა-პატრონობა; ი) მის კმაყოფაზეა ოჯახის შრომისუუნარო წევრი, რომელიც საჭიროებს მუდმივ მზრუნველობას, ჰყავს ცალკე ოჯახად მცხოვრები და, რომელსაც არ შეუძლია ოჯახის შრომისუუნარო წევრის მოვლა-პატრონობა; კ) მის კმაყოფაზეა არასრულწლოვანი ან/და ობოლი და-ძმა; ლ) არის მღვდელთმსახური ან სწავლობს სასულიერო სასწავლებელში; მ) არის დედისერთა; ნ) მუშაობს სოფელში მასწავლებლად ან ექიმად; ო) გაწვევის გადავადების უფლება მინიჭებული აქვს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ; პ) ჰყავს ერთი შვილი – შვილის შეძენის დღიდან სამი წლის ვადით.
ამავე მუხლის მე-2-ე პუნქტის თანახმად: თუ წვევამდელი გაწვევის დღისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულია, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი, მას სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება არჩევნების შედეგების დამტკიცებამდე. საქართველოს პარლამენტის წევრად არჩევის შემთხვევაში იგი თავისუფლდება სამხედრო ვალდებულების მოხდისაგან.
4. კითხვა: რა ვადაში უნდა განხორციელდეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა2014 წლის საგაზაფხულო გაწვევა?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ „სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2014 წლის საგაზაფხულო გაწვევის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 07 თებერვლის N136 დადგენილების 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად: მოქალაქეთა საგაზაფხულო გაწვევა განხორციელდება 2014 წლის 10 თებერვლიდან 2014 წლის 30 ივნისამდე.
5.კითხვა: სამხედრო სამსახურის რა ვადებია დადგენილი სამხედრო მოსამსახურეთათვის?
პასუხი:„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად:სამხედრო მოსამსახურეთათვის დადგენილია სამხედრო სამსახურის შემდეგი ვადებია:ა) გაწვევით ვადიანი სამხედრო სამსახურის გამვლელთათვის – 12 თვე; ა1) გაწვევით ვადიანი საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გამვლელისათვის – არანაკლებ 3 წლისა, გარდა ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; ა2) საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გამვლელთათვის სამხედრო სამსახურის ვადა დგინდება ამ კანონის მე-2 მუხლის 14 პუნქტის საფუძველზე განსაზღვრული კონტრაქტით; დ) კადრის ოფიცრისათვის - არანაკლებ 10 წელი. (ე) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გაწვევით ვადიანი საკონტრაქტო (პროფესიული) მოსამსახურისათვის – 18 თვე.

იურიდიული კონსულტაცია
მისამართი: ქუთაისი, კოსტავას ქუჩა N11
ტელ. 0(431)241192
ელ.ფოსტა: Kutaisi@gyla.ge
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალი

ან მოგვწერეთ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს ელექტრონულ ფოსტაზე: topnewscomge@gmail.com



ნანახია: 3488-ჯერ

მსგავსი სიახლეები
რა ტიპის ინფორმაცია ითვლება საიდუმლოდ და გათვალისწინებულია თუ არა რაიმე სახის მოსაკრებელი საჯარო ინფორმაციის გამოთხოვისათვის?,-ამ
უფასო იურიდიული კონსულტაცია თქვეთვის საინტერესო საკითხებზე (კითხვა-პასუხი)
ჯარში გაწვევიდან თავისუფლდებიან. სტუდენტები, დედისერთები, ორშვილიანები
topnews.com.ge ქუთაისის მერიის სამხედრო სამსახურის უფროსს ვალერი ყენიას ესაუბრა.
როდის ითვლება კონკურსი ჩაშლილად და ითვალისწინებს თუ არა კანონი საჯარო მოხელეებისათვის გამოსაცდელ ვადას?," - ამ და სხვა საინტერესო

ამინდი