Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში 38 საჯარო სკოლაში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა

თარიღი : 15-02-2021, 11:13 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სასწავლო პროცესი საქართველოს მასშტაბით, დღეს, დილიდან განახლდა. ქუთაისის 38-ვე საჯარო სკოლის მოსწავლეები, საკლასო ოთახებში, მერხებს მიუსხდნენ. დირექტორები და პედაგოგები ამბობენ, რომ მზად არიან დაიცვან რეგულაციები. მათ მოსწავლეები ნახევარი საათით ადრე დაიბარეს, რათა თერმოსკრინინგის გავლა ყველას მოესწრო.

"სკოლაში უმრავლესობა გამოცხადდა. დისტანციურზე ცოტა დარეგისტრირდა, დაახლოებით 10 მოსწავლემდე. სკოლა მაქსიმალურად მზადაა რეგულაციების დასაცავად. მომარაგებული გვაქვს სადეზინფექციო საშუალებები, მობილიზებულია მთელი პერსონალი. დავამატეთ დამლაგებლებიც, რათა ჯგუფები მაქსიმალურად დასუფთავდეს. ყოველ ორ კვირაში ერთხელ მასწავლებლები გადიან ტესტირებას. ჩვენთან უკვე ჩატარდა და ამ ეტაპზე ყველა ჯანმრთელია, კოვიდი არც ერთ მათგანს არ დაუდასტურდა,"- განაცხადა ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლის დირექტორმა მიხეილ გიორგაძემ.

"ძალიან გვიხარია, რადგან ონლაინ რეჟიმში მუშაობა გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული და ამავდროულად სწავლის ის ხარისხი არ იყო. სკოლაში ჩატარდა დეზინფექცია, ვიცით რეგულაციები როგორ უნდა დავიცვათ, გაფრთხილებულები ვართ მასწავლებლები, მშობლებიც ინფორმირებულები არიან,"-ამბობს პედაგოგი ბელა გიორხელიძე.

სწავლის საკლასო ოთახებში განახლების გადაწყვეტილებამ განსაკუთრებით მოსწავლეები გაახარა.

"თითქმის ერთი წელია არ ვყოფილვართ სკოლაში, ამიტომ ძალიან მიხარია, უზომოდ ბედნიერი ვარ, ძალიან ამაღლებული განწყობა მაქვს. რომ ვთქვა რომ მეშინია, არა, კარგია რომ დავიწყეთ სწავლა"-ამბობს ერთ-ერთი მოსწავლე.

ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, მეხუთედან მეთორმეტე კლასის ჩათვლით, მოსწავლეებისთვის პირბადის ტარება სავალდებულოა. ძალაში რჩება თერმოსკრინინგი, ჰიგიენური ნორმების დაცვა და სოციალური დისტანცია.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 205-ჯერ

მსგავსი სიახლეები
უკვე მეორედ სკოლაში დღეს 100 მოსწავლე საკლასო ოთახებში არ შევიდა.

ამინდი