Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘სირთულეები იყო, თუმცა სასწავლო წელი არ ჩავარდნილა,’-რა ხდება ქუთაისის ხელოვნებისა და სამუსიკო სკოლებში?

თარიღი : 14-02-2021, 18:10 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
კოვიდპანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები რთული აღმოჩნდა ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებისთვისაც. როგორც Topnews.com.ge-ს გაერთიანების ხელმძღვანელის მოადგილემ ბაია კოღუაშვილმა განუცხადა, მრავალწლიანი სწავლების მეთოდიკის შეცვლა, ისეთ სასწავლო სისტემაში, სადაც მოსწავლეები ხელოვნების დარგებს ეუფლებიან, მარტივი არ იყო, თუმცა სასწავლო წელი არ ჩავარდნილა და ონლაინ სწავლების სისტემაზე მალევე გადაეწყვნენ.

"მიუხედავად სახელოვნებო სფეროს სფეციფიკისა და დისტანციურად სწავლების სირთულეებისა, პედაგოგები მოსწავლეებთან ინტენსიურად ურთიერთობდნენ და სასწავლო პროგრამას ონლაინ პლატფორმის საშუალებით გადიოდნენ. ანუ, ჩვენ ონლაინ რეჟიმში ვიმუშავეთ, გავედით ახალ პლატფორმებზე, რომლებიც უფრო მორგებული იყო ჩვენი სპეციფიკისთვის. აბსოლუტურად ყველა თეორიული საგანი ტარდებოდა, რაც შეეხება ხელოვნების ისეთ საგნებს, რაც ინდივიდუალურ სამუშაოებს ითვალისწინებდა, იქ უკვე დაგვეხმარნენ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიიდან. ჩავერთეთ ერთ-ერთ პროექტში და მოვაწყეთ დიდი ონლაინ კონფერენცია. პროფესორებმა თამარ ჩხეიძემ და მარიკა ნადარეიშვილმა გაგვიზიარეს თავიანთი გამოცდილება სამუსიკო თეორიული დისციპლინების სწავლების პროცესში, ელექტრონული სწავლების კომპონენტის დანერგვის შესახებ. ეს გამოცდილება რა თქმა უნდა გავიზიარეთ. გარკვეული შეფერხებები გვქონდა, რადგან ონლაინ სწავლება ხელოვნების სფეროში, სკოლებთან შედარებით უფრო რთულია, თუმცა, საბოლოო ჯამში, მუშაობა არ შეგვიჩერებია და ონლაინ გამოწვევას თავი კარგად გავართვით, რაღაც შედეგებზეც გავედით. ჩვენი ბავშვები ონლაინ კონკურსებსა და ფესტივალებშიც ჩაერთვნენ წარმატებულად.

გვაქვს ანგარიშები, ვინ როგორ ატარებდა ონლაინ რეჟიმში გაკვეთილებს, შესაბამისი ფოტოებით, ჩანაწერებით, ვიდეოებით და სულ მალე ამის განხილვა გვექნება,"- განაცხადა ბაია კოღუაშვილმა.

მისივე თქმით, მიმდინარე წლის 1 მარტიდან, შესაძლოა სწავლა საკლასო ოთახებში განახლდეს, ამისათვის კი სასწავლო დაწესებულებებმა განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების მიერ გაცემული რეკომენდაციები უკვე გაითვალისწინეს და მზადყოფნაში არიან.

"ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ საუბარია, რომ 1-ლი მარტიდან გავიხსნებით. სასწავლო პროცესის განახლების შემთხვევაში, ყველაფერი გვაქვს მოწესრიგებული. პირველ, მეორე და მესამე მუსიკალურს ჩაუტარდა რეაბილიტაცია. ამასთან, ფოლკლორის და ხელოვნების სკოლაში საოცრად გაკეთდა ყველაფერი. მ. ბალანჩივაძის სახ. ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში და მეოთხე სამუსიკო სკოლაში ახლაც მიმდინარეობს სამუშაოები. სადეზინფექციო ხსნარები, დეზობარიერები, ყველა საჭირო სამედიცინო ინვენტარი გამზადებული გვაქვს,"- განაცხადა ბაია კოღუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის კულტრულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებაში ამჟამად 18 ფილიალი შედის.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 462-ჯერ

მსგავსი სიახლეები
100 წლის ისტორიის მქონე სამუსიკო სასწავლებელს არ აქვს შესაბამისი სტანდარტების მქონე საკონცერტო დარბაზი, სადაც სკოლის
ა(ა)იპ „ ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ ფილიალის – მ . ბალანჩივაძის სახ.

ამინდი