Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ახალგაზრდებს ვეტყოდი, რომ იცხოვრონ ჯანსაღი წესით და მათი ცხოვრება უკეთესი გახდება"

თარიღი : 13-04-2014, 16:01 | კატეგორია: საზოგადოება   
topnews.com.ge
„სპორტი ჩემთვის მხოლოდ გატაცება არ არის. სპორტი ჩემი ცხოვრებაა“, -ამბობს ქუთაისელი სპორტსმენი კონსტანტინე ხვისტანი, რომელიც საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-სა და ქუთაისის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ერთობლივი პროექტის „იყავი აქტიური, გქონდეს შენი ჯანსაღი სტილი“-ს მორიგი სტუმარია.
კონსტანტინე ხვისტანი 9 წელია სპორტის ერთ-ერთი სახეობით, კრივით არის დაკავებული. 18 წლის სპორტსმენი ამ პერიოდის განმავლობაში სამჯერ იყო საქართველოს ჩემპიონი. 2013 წლის აგვისტოში, ჰოლანდიაში ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი აიღო.
„ჩემი უფროსი ძმა იყო მოკრივე. მას დავყვებოდი ვარჯიშებზე და აქედან გამიტაცა კრივმა. სპორტი ადამიანს სიჯანსაღეს, სიმტკიცეს და შრომისუნარიანობას აძლევს და ძალიან ცუდია, როდესაც სპორტით არც ისე ბევრი ახალგაზრდაა დაკავებული. როდესაც მე საწვრთნელ შეკრებებზე დავდივარ, იქ სპორტის სხვადასხვა სახეობაში ჩართულ ახალგაზრდებს ვხვდები, თუმცა სამწუხაროდ არც ისე ბევრს“, -ამბობს სპორტსმენი.
კონსტანტინე ხვისტანი სპორტის მიმართ ახლაგაზრდების ნაკლებ ინტერესს იმით ხსნის, რომ სპორტის პოპულარიზაციას ნაკლები ყურადღება ექცევა. ამის არგუმენტად კი შემდეგი ფაქტი მოჰყავს:
„ კრივიდან გამომდინარე გეტყვით, რომ ქუთაისში მრავალგზის ჩატარდა საერთაშორისო ტურნირები. ერთი რეკლამაც კი არ გაუკეთებიათ ამის შესახებ. ჯანსაღი ცხოვრების წესით ყველა ახალგაზრდა უნდა იყოს დაკავებული და ამაში სახელმწიფომ დიდი როლი უნდა ითამაშოს. კერძოდ, მატერიალური კუთხით, ახალგაზრდების წახალისებითა და სხვადასხვა სპორტული ღონისძიებით. სპორტსმენს და სპორტს პოპულარიზაცია სჭირდება. ახალგაზრდებს კი ვეტყოდი, რომ იცხოვრონ ჯანსაღი წესით და მათი ცხოვრება უკეთესი გახდება“, - ამბობს კონსტატინე ხვისტანი.
„სპორტისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზება, ახალგაზრდების დაინტერესება სპორტით, სპორტსმენების გაცნობა და მედიის მხრიდან მათი მხარდაჭერა,- ეს იმ პროექტის მიზნებია, რომელიც ქუთაისის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ხანგრძლივობა 3 თვეს მოიცავს.


ნანახია: 2059-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სპორტსმენი რაულ ცირეკიძე ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონია. 27 წლის სპორტსმენი სპორტის ამ სახეობით 10 წლის ასაკიდან არის დაკავებული.
ქუთაისელი სპორტსმენი ახალგაზრდებს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ახალგაზრდებს ვარჯიში და ცხოვრების ჯანსაღი წესის აყოლა ან ეზარებათ
21 წლის გიორგი ლომთაძე 6 წელია სპორტის იმ სახეობით არის დაკავებული, რომელსაც ძალოსნობა ჰქვია. სპორტულ კარიერაში გიორგის მიღწევებს
გუგა კიბორძალიძე 7 წელია ძიუდოთი არის დაკავებული. პარალელურად სამბოშიც ვარჯიშობს. სპორტულ ცხოვრებაში მაგალითი მამისგან აიღო,
რაც შეეხება სპორტის მიმართ ახალგაზრდების ინტერესს, როსტომ ხახალეიშვილი თვლის, რომ დღეს ახალგაზრდების დიდი ნაწილი სპორტის ისეთი
ლაშა ბოჭორიშვილი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართლის სპეციალობის მეორე კურსზე სწავლობს. ცდილობს აქტიურად

ამინდი