Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისელი ‘ეტალონი’ მოსწავლე, რომელსაც ერთწლიანი სტიპენდია დაენიშნა

თარიღი : 13-02-2021, 16:09 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილებასთან ერთად, ქალაქში მცხოვრები ნიჭიერი, სხვადასხვა შემოქმედებითი უნარით დაჯილდოვებული, საკუთარ სფეროში წარმატებული და საზოგადოებისათვის აქამდე უცნობის ახალგაზრდების აღმოჩენასა და მათი წარმატების ისტორიის თქვენთვის გაზიარებას იწყებს.

Youth Media-ასეთია იმ პროექტის სახელწოდება, რომელიც ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების მხარდაჭერით განხორციელდება და რომლის ფარგლებშიც, წარმატებული ახალგაზრდების აღმოჩენის პროცესი მომდევნო ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

პროექტის ფარგლებში, იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ზე განთავსდება სტატიები წარმატებული ახალგაზრდებისა და მათი წარმატების ფორმულის შესახებ, ასევე, მომზადდება ვიდეოსიუჟეტები ახალგაზრდებისათვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე.

პროექტის ფარგლებში, საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge მორიგ წარმატებულ ახალგაზრდას გაგაცნობთ.

თეკლა გიორხელიძე ქუთაისის N30 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეა. 13 წლის გოგონას 2020 წლის „ქუთაისის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მიენიჭა. კონკურსში ჯამში 502 ქუთაისელი მოსწავლე მონაწილეობდა. თეკლამ რეკორდი დაამყარა - 2 წუთსა და 29 წამში, 95 ქულა დააგროვა.

"სწავლა მიყვარს, ყველაზე მეტად ჰუმანიტარული საგნები და უცხო ენები მიზიდავს. ჩემმა დამრიგებელმა შემატყობინა, ეტალონის კონკურსი ტარდება ონლაინო. დედას ძალიან უნდოდა მიმეღო მონაწილეობა და მეც დავთანხმდი. 2 წუთში მოვახერხე კითხვებზე პასუხების გაცემა, როგორც ვიცი რეკორდული შედეგია ეს. სხვადასხვა საგნებიდან იყო კითხვები. ვფიქრობდი, რომ ათეულში მოვხვდებოდი, მაგრამ პირველ ადგილზე გასვლას ვერ წარმოვიდგენდი. რომ გავაცნობიერე მართლა პირველი ადგილი დავიკავე, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. "ეტალონში“ მონაწილეობა წელს პირველად მივიღე და ასეთი წარმატება ჩემთვის დიდი პატივია,"-ამბობს თეკლა.

თეკლამ ქუთაისის მერისგან სიმბოლური საჩუქარი მიიღო. ქუთაისის რესურსცენტრის უფროსმა მაია ცქიტიშვილმა კი პირადი ინიციატივით, ერთი წლის განმავლობაში სტიპენდია დაუნიშნა.

"შემატყობინეს, მერთან გექნება შეხვედრაო. ძალიან გამიხარდა. ვისაუბრეთ სხვადასხვა თემაზე და დამასაჩუქრა კიდეც, ვაუჩერი გადმომცა. ქალბატონმა მაია ცქიტიშვილმა კი ერთწლიანი სტიპენდია დამინიშნა, ყოველ თვე ჩამერიცხება თანხა. ჯერ არ ამიღია, მაგრამ რომ ჩამერიცხება წიგნებს ვიყიდი, ასევე ძალიან მინდა გაჭირვებულ ადამიანებს დავეხმარო,"-გვიყვება თეკლა გიორხელიძე.

თეკლას გამარჯვება მოულოდნელი არ ყოფილა მშობლებისთვის. ნანა სილაგაძე ამბობს, რომ თეკლა ძალიან აქტიური და ნიჭიერი მოსწავლეა.

"დამრიგებელმა რომ დაგვირეკა და გვითხრა, “ეტალონი” ტარდებოდა, რა თქმა უნდა დავთანხმდით. საკმაოდ სწრაფად და მარტივად გაართვა თეკლამ თავი და შედეგიც მივიღეთ. პირველ ადგილს ნამდვილად არ ველოდით, ათეულში მოხვედრას - კი. შემდეგ ქუთაისის მერსაც შევხვდით, ძალიან დიდი მადლობა მას ასეთი საჩუქრისთვის, არ ველოდით. ძალიან გაგვიხარდა, ალბათ ეს სტიმულიც იქნება ბავშვისთვის, რომ მომავალში შრომის შედეგად ბევრ წარმატებას მიაღწიოს.

კარგად სწავლობს თეკლა, ათოსანია. უყვარს სიმღერა, ცეკვა, დადიოდა ფორტეპიანოზეც. კონკურს "სკოლის ხმაში" პირველი ადგილი აიღო. აქტიური ბავშვია. უყვარს უცხო ენები, სწავლობს ინგლისურს, ფრანგულს, რუსულშიც გვინდა კარგად მოვემზადოთ, მოკლედ უცხო ენების ცოდნისკენ მიდრეკილება აქვს. სამომავლოდაც აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას სხვადასხვა კონკურსებში,"- ამბობს თეკლას დედა ნანა სილაგაძე.

თეკლა ზაფხულში, "ეტალონის’’ ფინალში მიიღებს მონაწილეობას და "საქართველოს ეტალონი მოსწავლის’’ ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოლებს.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 1315-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი