Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘ხარაგაულისთვის ეს არის უპრეცენდენტო პროექტი,’-ხარაგაულში კანალიზაციის სისტემის მოწყობა იწყება

თარიღი : 13-02-2021, 12:48 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
დაბა ხარაგაულში წყალარინების პროექტი იწყება.

აღნიშნულ საკითხზე ხარაგაულის მერთან კობა ლურსმანაშვილთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც პროექტის დამკვეთის - გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, მშენებელი კომპანია „ჰიდრო ტექნიკური ჯგუფის“ და პროექტის შემდგენი „არქ დიზაინ მშენის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მხარეებმა დაბა ხარაგაულის წყალარინების პროექტი დეტალურად განიხილეს.
იმსჯელეს ქუჩების ეტაპობრივ დაქსელვაზე, რათა არ მოხდეს გზის დაკეტვა, გამწმენდი კოლექტორების, სატუმბების და სალექარების განთავსებაზე, ასევე ორმული გაჭრების შედეგად ამოღებული ნაშალის განთავსებაზე.

მოხდა მოსაზრებების გაცვლა და დეტალებზე შეთანხმება.

შეხევდრაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა კობა ლურსმანაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნებისმიერი სამუშაოს შესრულება მოსახლეობის ინტერესების დაცვით და გათვალისწინებით უნდა მოხდეს.

“ჰიდრო ტექნიკური ჯგუფის“ დირექტორის, ზურაბ ბარჯაძის თქმით, სატუმბი სადგურები და გამწმენდი კოლექტორები არის გერმეტულად დახურული, გავლილი აქვს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ხარისხი და სრულიად უსაფრთხოა.

როგორც პროექტანტები ამბობენ, პროექტის საბოლოო დეტალების დაზუსტებას და ექსპერტიზის დასკვნას, დაახლოებით, ერთი თვე დასჭირდება. ამიტომ, მათი ვარაუდით ხარაგაულში კანალიზაციის სისტემის მოწყობის პროცედურები მარტის ბოლოს დაიწყება.

“ხარაგაულისთვის ეს არის უპრეცედენტო პროექტი, რადგან დაბაში კანალიზაციის სისტემა არასდროს ყოფილა. ფაქტობრივად, ერთად განხორციელდება 24 საათიანი წყალმომარაგების და წყალარინების პროექტი, რომელთა დასრულებასაც დაუყოვნებლივ მოყვება დაბაში ასფალტის საფარის გადაგება, რომელიც როგორც უკვე ვიცით, ძირულა-ხარაგაული-ჩუმათელეთის გზის მშენებლობის ფარგლებში განხორციელდება. მინდა ხარაგაულის მოსახლეობას ვუთხრა, ეს პროცედურები არ იქნება სახარბიელო, თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ გადაადგილების შეზღუდვები თავიდან ავიცილოთ. თუ ჩვენ ტურიზმის განვითარებაზე, ეკნომიკის ხელშეწყობაზე და სამომავლო მასშტაბურ პროექტებზე ვსაუბრობთ და ამის ამბიციური გეგმები გვაქვს, მაშინ, წყალმომარაგება, კანალიზაციის სისტემა და საგზაო ინფრასტრუქტურა პირველ რიგში უნდა იყოს გამართული,“ - აღნიშნა კობა ლურსმანაშვილმა.


ნანახია: 547-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 2016-2020 წლებში ქუთაისის წყალარინების სისტემის, მათ შორის კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის

ამინდი