Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ბაღდათის მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

თარიღი : 13-04-2014, 13:22 | კატეგორია: საზოგადოება   
topnews.com.ge
იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა, ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებელმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა პაატა კიკნაველიძემ რაიონში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.
მიმდინარე წლის პირველ ნახევარში რეაბილიტაცია გზის რამდენიმე მონაკვეთს უტარდება. განსაკუთრებით პრიორიტეტული ფერსათი-როკითი-დიდველას გზის შეკეთებაა. აღნიშნული მონაკვეთი ადგილობრივი მნიშვნელობისაა და ასევე სოფლებს ქუთაისი-ბაღდათის გზასთანაც აკავშირებს.
„ბაღდათის რაიონისთვის გამოყოფილი თანხების ლიმიტის ნახევარი ამ გზის რეაბილიტაციაზე იხარჯება. აღნიშნული მოსახლეობის დიდი ნაწილის მოთხოვნამ და გზის მნიშვნელობამ განაპირობა,“ - აცხადებს გუბერნატორი.
პროექტს რეგიონული განვითარების ფონდი 680 849 ლარით აფინანსებს. გზის რეაბილიტაციაზე 25-მდე ადამიანია დასაქმებული. 4 კილომეტრიან მონაკვეთზე ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობა ერთ კვირაში დასრულდება. 2014 წლის ბოლომდე კი ფერსათი-რიკოთი-დიდველას გზის 11 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტირება მთლიანად მოხდება და აღნიშნულ სამ სოფელს სრულფასოვანი გზა ექნება. ფერსათი-როკითი-დიდველას ადგილობრივი მნიშნელობის გზაზე ამ მასშტაბის სამუშაოები გასული საუკუნის 70 - იანი წლების შემდეგ აღარ ჩატარებულა. მხარისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა დღესვე, ბაღდათის ქუჩაზე და სოფელ წითელხევის შიდა სასოფლო გზებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიც მოინახულეს. რაც შეეხება სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ბაღდათის რაიონში მიმდინარე წელს რამდენიმე ბაღის შეკეთება და მაღალთიმიან სოფლებში გზების მშენებლობის დაწყება არის დაგეგმილი.


ნანახია: 2800-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სარეაბილიტაციო მონაკვეთი ბაღდათის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და აჯამეთის სახელმწიფო ნაკრძალისა და სოფელ საიმედოს ტერიტორიაზე
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე ზესტაფონში ქვედა საქარა - ქვედა საზანოს 14 კმ - იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. აღნიშნული მონაკვეთი
ღნიშნულ მონაკვეთს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ ათასობით მომლოცველისთვის, რომელიც 6 მაისს, გიორგობის დღესასწაულთან
იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა რაიონებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის მეორე ეტაპი ხარაგაულის