Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა სურს ვანის სოფლების-ამაღლების, ბზვანის და საპრასიის მოსახლეობას?

თარიღი : 11-02-2021, 20:10 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ვანში მოსახლეობასთან შეხვედრები ინტენსიურად მიმდინარეობს.

დღეს ამაღლების, ბზვანის და საპრასიის მოსახლეობას მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გოჩა ჭუბაბრია შეხვდა.

ამაღლების ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებთა მოთხოვნას ბაღში ატრაქციონების განთავსება და არტეზიული ჭის მოწყობა, ინაშაურში კი ბეტონის გზა და შიდა საუბნო გზების რეაბილატაცია წარმოადგენს.

საპრასიის მოსახლეობისთვის პრიორიტეტს წყლის მილების განთავსება, სოფლის ცენტრში სკვერის, საბავშვო ბაღისათვის სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგება და ამავე ეზოში მცირე ატრაქციონის მოწყობაა.

ბზვანის ადმინისტრაციულ ერთეულში მაცხოვრებლებისათვის მნიშვნელოვანია შიდა საუბნო გზების რეაბილიტირება, საბოგირე გადასასვლელი, სასმელი წყლის მილების შეძენა და მინი სტადიონის რეაბილიტირება.

სოფლის საერთო კრებები კოვიდ პანდემიის გამო, ღია სივრცეში, რეგულაციების დაცვით იმართება.

პრიორიტეტების დაგეგმვის მიზნით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები ვანის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება.


ნანახია: 330-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დღევანდელი შეხვედრა მოსახლეობის განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა, ადგილობრივების მიერ ინიცირებულ პროექტებს ხელისუფლების

ამინდი