ქუთაისში ყვავილებით მოვაჭრეები ქალაქის მერთან შეხვედრას ითხოვენ
თარიღი : 11-02-2021, 19:53 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში, ყვავილებით გარემოვაჭრეები ქალაქის ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. ადამიანები, რომლებიც ქუთაისის ცენტრლური ბაზრის გარე პერიმეტრზე ყვავილებს ყიდიან, ამბობენ, რომ ქალაქის მერია მათ ტერიტორიის დატოვებას სთხოვს.
"მოვიდა პოლიცია, მოყვნენ მერიის თანამშრომლები, გაგვაფრთხილეს: ამ კვირის ბოლომდე გაძლევთ ვადას, დატოვეთ ტერიტორია, თუ არ დაიშლებით, იძულებით დაგატოვებინებთ, ამ ადგილას სკვერი კეთდებაო. გვთავაზობენ ბაზარში შედითო, იქ რომ შევიდეთ, ვიქნებით დაჩაგრულები, ფული ხომ უნდა გადავიხადოთ და განა რამდენს ვშოულობთ ამ ყვავილებიდან?"-განაცხადა ერთ-ერთმა მოვაჭრემ.
"რაში უშლით ეს ყვავილები ხელს? აგერ, ამ ქალმა, 8 აგვისტოს ომში ბიჭი დაკარგა. ახლა აქ ზის, სახლში ორ ობოლ ბავშვს პურის ფული რომ მიუტანოს, რა ნამუსით ეუბნებიან, ყვავილი არ გაყიდო და წადი სახლშიო?
კი გვეუბნებიან შედით ბაზარშიო, მაგრამ იქ დაწესებული დღიური გადასახადის გამო, ეს უბრალოდ შეუძლებელია. იმხელა გადასახადია, ჩვენ გავწვდებით? შეიძლება დღეს 5 ლარი ვერ ვიშოვო, რა გავაკეთო მერე? ისედაც გარეთ ვდგავართ, წვიმაში, თუ ჩვენით რაღაცას ვიშოვით და არ შევაწუხებთ, რატომ არ უნდა დაგვაყენონ?"-აცხადებენ მოვაჭრეები.
ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ გარევაჭრობას შესაბამისი ნებართვა სჭირდება, დანარჩენ შემთხვევაში, ნებისმიერი გარევაჭრობა უკანონოდ ითვლება. ამბობენ იმასაც, რომ მათ გარემოვაჭრეების დაჯარიმების უფლება არ აქვთ და უბრალოდ შენიშვნით შემოიფარგლებიან.
მერია მოვაჭრეებს ალტერნატიულ სივრცედ, ბაზრის ტერიტორიაზე შესვლას სთავაზობს, გარემოვაჭრეები კი უკან დახევას არ აპირებენ და მერთან შეხვედრას ითხოვენ.
ავტორი: ქეთი გელაშვილი