Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘ქუთაისი პატარა ქალაქია და ბევრს აქვს იმის პრობლემა, ერთნაირი სამოსი არ დაემთხვეთ. ჩვენი მთავარი პლიუსი ისაა, რომ არ ვიმეორებთ მოდელებს,’-ქუთაისელი დიზაინერი, რომლის სამოსი მომხმარებლებში პოპულარობით სარგებლობს

თარიღი : 10-02-2021, 13:09 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
კოვიდპანდემის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა სავაჭრო ობიექტების დიდი ნაწილი ონლაინ გაყიდვებზე გადაიყვანა.

მაღაზია "Shine" ქუთაისში უკვე 7 წელია არსებობს. სამი წლის წინ მაღაზიამ ატელიეც გახსნა. დიზაინერი და "Shine"-ის დამფუძნებელი მარიკა მოდებაძე Topnews.com.ge-სთან ამბობს, რომ მიუხედავად პანდემიისა, არსებულ გამოწვევებს კარგად გაართვეს თავი და მომხმარებელიც ბევრი ჰყავდათ.

"მაღაზია ქუთაისში, “ქარვასლაში” გვაქვს. ქსელი ბათუმშიც გვქონდა, მაგრამ ერთი წლის წინ, პანდემიის გამო დავხურეთ. ფიზიკურად ვერ ვახერხებდი ჩასვლას და მიწოდებას, თუმცა ბათუმიდან საკმაოდ ბევრი მომხმარებელი გვყავს, ამიტომაც გავაკეთეთ ონლაინ მაღაზია. ვაგზავნით საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, ამასთან, ევროპაშიც.

კორონამ ბევრი სფერო დააზარალა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ პანდემიის დროს, როცა ონლაინზე გადავედით, უფრო კარგი მუშაობა გვქონდა. ყველა დანადგარი მაქვს და ადგილზე ვაკეთებდით ყველაფერს. რა თქმა უნდა ხაზის შეცვლა მოგვიწია, ანუ სადღესასწაულო, ე.წ კოქტეილის კაბები არ გვქონდა, თუმცა ორეულებს მთელი ოჯახისთვის ვაკეთებდით. რაღაცნაირად ვერგებით მომხმარებლებს. ქუთაისი პატარა ქალაქია და ბევრს აქვს იმის პრობლემა, ერთნაირი სამოსი არ დაემთხვეთ. ჩვენი მთავარი პლიუსი ისაა, რომ არ ვიმეორებთ მოდელებს, თითო-თითოს ვკერავთ და თუკი გავიმეორებთ, ან ფერი იქნება სხვანაირი, ან პრინტი, ან ვაგვზავნით სხვა ქალაქსა და სხვა ქვეყანაში.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი რომ გაიხსნა, ადგილზე მოდიან ის მომხმარებლები, რომლებიც ონლაინ მიკვეთავდნენ. ახლა პირადად გავიცანი, ბევრი დაგვემატა. ეს ორი დღეა, რაც დაბადების დღისთვის მომცეს შეკვეთა, თორემ ონლაინ ვერ ვახერხებთ სხვისი აღებული ზომებით, მოსინჯვის გარეშე, კაბის შეკერვას. ყველაფერს ვკერავთ-კაბებს, ორეულებს, ქურთუკებს, ჩანთებს. ძალიან მინდოდა მარტში ფეხსაცმლის ხაზის გაკეთება, მაგრამ ცოტა დიდ რისკებთან იყო დაკავშირებული, მაშინ არ ვიცოდი, პანდემიის დროს როგორ ვიმუშავებდით,"-ამბობს მარიკა მოდებაძე.

დიზაინერი მომხმარებლებს სიახლეებს სთავაზობს და გეგმავს, რომ "Shine-ის ქსელი ბათუმსა და თბილისში კვლავ დააბრუნოს.

https://i.postimg.cc/D0MC35fr/6-D65-B56-A-04-A7-4-A4-E-A4-F5-97-B57-D04-FFC1.jpg

"ხშირად გვაქვს აქციები, საჩუქრები, ვთქვათ ერთს რომ შეიძენ, მეორეზე ფასი ნახევრდება. ცოლ-ქმარი თუ შეიძენს, ბავშვისთვის საჩუქარს ვატანთ. პირბადეები დიდი ხანია საჩუქრად გვაქვს. მოკლედ, სულ ვფიქრობთ მთელი გუნდი იმაზე, რომ პროდუქცია ყველასგან გამორჩეული, ამასთან, გაყიდვადიც იყოს. ფასებიც ძალიან ნორმალური გვაქვს, ისეთი, რომ იყიდოს ადამიანმა და მარტო "რა კარგია"-თი არ შემოვიფარგლოთ ჩვენ.

რადგან ბათუმში ძალიან დიდი მოთხოვნა გვაქვს, ვფიქრობ, გაზაფხულისთვის ისევ გავხსნა. ამჯერად "მოდებაძის" სახელწოდებით მინდა, კარგად აღქმადი რომ იყოს, ქართული ბრენდის სახით. სავარაუდოდ, სექტემბრისთვის, თბილისშიც ვაპირებთ კვლავ გვქონდეს ქსელი,"- ამბობს მარიკა მოდებაძე.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 1293-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი