Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

“ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე, გარევაჭრობა აღარ იქნება”

თარიღი : 9-02-2021, 10:31 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე, გარევაჭრობა აღარ იქნება. მოვაჭრეთა ის ნაწილი, რომელიც პანდემიის გამო იძულებული გახდა ბაზრობის შიდა ტერიტორიიდან გარეთ გამოსულიყო, ვაჭრობას კვლავ მათთვის განკუთვნილ ობიექტებზე გააგრძელებს.

ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, მოლაპარაკება ბაზრის ადმინისტრაციასა და მოვაჭრეებს შორის შედგა. გიორგი სვანიძის თქმით, მოვაჭრეები ბაზრობის შიდა ტერიტორიას რეგულაციების სრული დაცვით დაიკავებენ.

"იცით, რომ პანდემიის გამო დახურული იყო ბაზრობები. ჭავჭავაძის გარე ტერიტორიაზე, ძირითადად ამ ბაზრობების მოვაჭრეები იყვნენ გამოსულნი, ძირითადად მასას ისინი მოიცავდნენ. ჩვენ მათი ობიექტის მეპატრონესთან ვისაუბრეთ და შევთანხმდით, რომ ისინი ბაზრობის შიდა ტერიტორიას დაიკავებენ, ანუ ისევ დაბრუნდებიან შიდა სივრცეში, სადაც აქამდე იყვნენ.

ზოგადად, ჩვენი ზედამხედველობის სამსახური რეგულარულად აწარმოებს ჭავჭავაძეზე მონიტორინგს. არიან გარეშე პირები, რომლებიც გამოდიან გარე პერიმეტრზე, არ ემორჩილებიან კანონებს, ინაცვლებენ სხვადასხვა ტერიტორიებზე. ჩვენ ვაწარმოებთ მონიტორინგს და ვცდილობთ ტერიტორია თავისუფალი და მოწესრიგებული იყოს,"-განაცხადა გიორგი სვანიძემ.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 124-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აქციის მონაწილეების თქმით, გარევაჭრობა მათთვის ერთადერთი საარსებო საშუალებაა, ამიტომ მოითხოვენ ადგილის გამოყოფას, სადაც ვაჭრობას
ქუთაისში, ი. ჭავჭავაძის გამზირზე არსებული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიას, რომელიც ქალაქის ცენტრალური მონაკვეთი და ტურისტების
"ხალხს არ აქვს საშუალება, ისინი პროდუქტს ცალობით ყიდულობენ"
საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი თევდორაძე დღეს ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ე.წ. კეჩის ბაზრობის მოვაჭრეებს შეხვდა.

ამინდი