Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისელი ახალგაზრდა: ახალგაზრდები დროს არარაციონალურად იყენებენ

თარიღი : 12-04-2014, 15:22 | კატეგორია: საზოგადოება   
topnews.com.ge
„სპორტს ადამიანისათვის პირველ რიგში ჯანმრთელობა, ცხოვრების ხალისი და ენერგია მოაქვს,“ - ასე იწყებს სპორტისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციაზე საუბარს ქუთაისელი ახალგაზრდა ნიკო ჭანტურაია, რომელიც საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-სა და ქუთაისის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ერთობლივი პროექტის „იყავი აქტიური, გქონდეს შენი ჯანსაღი სტილი“-ს მორიგი სტუმარია.

ნიკო ჭანტურაია ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერისტეტის პირველი კურსის სტუდენტია. სამართლის სპეციალობას ეუფლება, თუმცა ვიდრე სწავლას დაასრულებს, ცდილობს მომავალი პროფესიისათვის საჭირო უნარ-ჩვევები აქედანვე შეიძინოს. შესაბამისად, აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა ორგანიზაციის საქმიანობაში. ქუთაისელი ახალგაზრდის საქმიანობა საქართველოს ახალგაზრდულ პარლამენტსა და სახალხო დამცველის აპარატთან არსებულ დებატ-კლუბს უკავშირდება. ამბობს, რომ ამგვარი საქმიანობით მომავალი პროფესიისათვის გამოცდილებას იღებს და ადამიანთა წრეს ეცნობა, რასაც სამომავლოდ მნიშვნელოვან რესურსად თვლის.

„თავისუფალი დრო ცოტა მაქვს. ვცდილობ მეგობრებთან ერთად გავატარო. მეგობრები დავდივართ გასართობად ისეთ ადგილებში, მაგალითად, რომელიმე კლუბში ან ბარში, სადაც უნივერსიტეტისა და პოლიტიკის გარდა, სხვადასხვა თემას განვიხილავთ. სპორტულ აქტივობებს რაც შეეხება, ფიტნესით ვარ დაკავებული. რამდენიმე წლის წინ კალათბურთს ვთამაშობდი, თუმცა დღეს აქტიურ სპორტს ჩამოშორებული ვარ. ისე ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე,“ - აცხადებს ნიკო ჭანტურაია.

ქუთაისელი ახლაგაზრდა მიიჩნევს, რომ სპორტსა და ცხოვრების ჯანსაღ წესს ახალგაზრდები ნაკლებად წყალობენ. ჭანტურაია თვლის, რომ ახალგაზრდებს ინტერესი აქვთ დაკარგული, რაც მისი აზრით, ყველაზე დიდი პრობლემაა.

„ახალგაზრდები დროს აშკარად არარაციონალურად იყენებენ. თუმცა ამას ყველაზე ვერ ვიტყვი. საბედნიეროდ, არის კატეგორია ახალგაზრდების, რომლებიც აქტიურად არიან სპორტულ აქტივობებში ჩართული. სპორტული თვალსაზრისით ქუთაისში საკმაოდ მრავლად ტარდება შეჯიბრებები. კარგი იქნება უბნებშიც იყოს მოედნები, რომ უბანში შეკრებილმა ახლაგაზრდების ჯგუფმა ფეხბურთის თამაში შეძლონ. ამაში მათ სახელმწიფომ უნდა შეუწყოს ხელი. მეორე მხრივ, იკვეთება ტენდენცია, რომ ახალგაზრდებს ურჩევნიათ ინტერნეტის გამოყენებით გაერთონ, ვირტუალურ სამყაროში იცხოვრონ, რაც რეალური სივრციდან მათ მოწყვეტას იწვევს. თუ სპორტით დააკვდებიან, ეს მათი დროის ყველკაზე რაციონალური ხარჯვა იქნება. შეუძლიათ ქუთაისის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის პროექტებში ჩაერთონ, რადგან ახალგაზრდების გააქტიურებისა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციისათვის ეს სამსახური ბევრს აკეთებს,“ - ამბობს ჭანტურაია.

ერთ-ერთი აქტიური ახალგაზრდა, რომელიც ამ ეტაპზე მთავარ ამოცანად კარიერულ წინსვლას ასახელებს, თანატოლებს ურჩევს, რომ იყვნენ მოტივირებულები, მონდომებულები და დასახული მიზნის მიღწევის გზაზე განცდილ თუნდაც ერთ წარუმაატებლობაზე არ შეჩერდნენ.

„ყველას უმართლებს ცხოვრებაში, თუმცა მხოლოდ გამართლებაზეც არ არის. მცდელობა ავტომატურად ნიშნავს, რომ მიზანს მიაღწევს ადამიანი. როდესაც ქუთაისში რაიმე კონკურსი ტარდება, თუ ადამიანს ერთხელ არ გაუმართლა, ბრძოლას წყვეტს. ერთხელ აუცდება ფეხი და მომავალი არ აინტერესებს. მეც მქონია ასეთი შემთხვევა, თუმცა არ შევჩერდი და შედეგიც სახეზე იყოი მიღწეული მიზნისა სახით,“ -ამბობს ნიკო ჭანტურაია.



„სპორტისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზება, ახალგაზრდების დაინტერესება სპორტით, სპორტსმენების გაცნობა და მედიის მხრიდან მათი მხარდაჭერა,- ეს იმ პროექტის მიზნებია, რომელიც ქუთაისის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ხანგრძლივობა 3 თვეს მოიცავს.


ნანახია: 2216-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქეთი კირიაკიდი ცხოვრების ჯანსაღი წესისა და სპორტის მიმართ ახალგაზრდების ნაკლებად დაინტერესებას მათ ინდიფერენტულობაში ხედავს.
თავად აქტიური ახლაგაზრდა ქუთაისელ ახალგაზრდებს სიზანტეს უწუნებს და ახალგაზრდული პრობლემების მთავარ მიზეზს მათ ნაკლებაქტიურობაში
ლაშა ბოჭორიშვილი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართლის სპეციალობის მეორე კურსზე სწავლობს. ცდილობს აქტიურად
ქუთაისელი ახალგაზრდა თვლის, რომ ახალგაზრდების უმრავლესობა ნაკლებად არის დაკავებული სპორტით, რასაც თამარ კენჭაძის თქმით, უამრავი
საკუთარი გამოცდილებისა და ცხოვრების წესის გათვალისწინებით, ქუთაისელი ახალგაზრდა თანატოლებს აქტიურობისაკენ მოუწოდებს და ურჩევს,
„სპორტი ჩემთვის მხოლოდ გატაცება არ არის. სპორტი ჩემი ცხოვრებაა“, -ამბობს ქუთაისელი სპორტსმენი კონსტანტინე ხვისტანი.

ამინდი