Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

უჩა ნანუაშვილი ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა

თარიღი : 12-04-2014, 12:15 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე ომბუდსმენი ქუთაისში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული, უსახლკარო და სოციალურად დაუცველი ოჯახებით დაინტერესდა.
ქალაქის თვითმმართველობის წარმომადგენლების განცხადებით, ამ ეტაპზე ქუთაისში 700 ოჯახი ცხოვრობს, რომლებსაც საცხოვრებელი სახლით დაკმაყოფილება სურთ.
„მე დავინტერესდი, თუ რამდენი ოჯახი ცხოვრობს ქუთაისში, რომლებსაც სურთ სახლით დაკმაყოფილება. მაინტერესებდა, ხდება თუ არა იმ ოჯახების ქირით უზრუნველყოფა, რომლებსაც ამ ეტაპზე ქუთაისის მერია სახლით ვერ აკმაყოფილებს. ასევე ამ ქალაქში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირებით დავინტერესდი და როგორც შევიტყვე მათთვის ორ სხვადასხვა უბანში საცხოვრებელი კორპუსები რემონტდება“, - აცხადებს ნანუაშვილი.
ამასთან, სახალხო დამცველი დაინტერესდა, არსებობდა თუ არა ქუთაისის საკრებულოში „ადამიანის უფლებათა დაცვის“ კომისია, რაზეც საკრებულოს წევრებისგან უარყოფითი პასუხი მიიღო.
„სამწუხაროდ, არ არსებობს აღნიშნული კომისია, თუმცა ჩვენთან არის იურიდიული და სოციალური სამსახურის კომისია, რომლებსაც შეუძლია ადამიანების პრობლემები განიხილოს“, - აცხადებს „ჩემი ქუთაისის“ ფრაქციის წევრი მერაბ მეშველიანი.


ნანახია: 1929-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი სამტრედიაში მდებარე მოხუცთა თავშესაფარში არსებულ პირობებს გაუსაძლის უწოდებს და თავშესაფარში
უჩა ნანუაშვილი ქუთაისის მერიას მოუწოდებს, თავშესაფარში სათანადო პირობების უზრუნველსაყოფად მეტი ყურაღება გამოიჩინოს.
თვითმმართველობის პრეზიდენტ გიორგი ოკრიბელაშვილის თქმით, განცხადებების მიღება მიმდინარე კვირიდან უკვე დაიწყება და ერთ თვეს გასტანს.
სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა რეგიონების მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო. აჭარისა და სამეგრელოს მოსახლეობის შემდეგ სახალხო

ამინდი