Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში ბაგა–ბაღების თანამშრომლებს სამსახურიდან წასვლას აიძულებენ?

თარიღი : 1-09-2013, 14:07 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები   
topnews.com.ge
ქუთაისის საბავშვო ბაგა-ბაღების თანამშრომლების ნაწილს სამსახურს ატოვებინებენ. როგორც ირკვევა, ბაღებში დასაქმებულებს სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებების დაწერისკენ ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი მაია პაქსაძე მოუწოდებს.
სამოქალაქო ინტერესების დაცვის ცენტრის „არგუსის“ ხელმძღვანელის მანანა მანაგაძის თქმით, მას დაახლოებით 10-მდე ადამიანმა მიმართა, რომლებსაც აღნიშნული პრობლემა შეექმნათ. როგორც მანაგაძე ამბობს, თანამშრომლებს რომლებიც 60 წლის არ არიან, მაია პაქსაძე ბაღიდან წასვლას ურჩევს. მათ ნაწილს კი მეეზოვედ დასაქმებას სთავაზობს.
„ზოგს ამასაც არ სთავაზობს. ეს ადამიანები წლების განმავლობაში მუშაობდნენ ბაღებში და პროფესიონალები არიან. 60 წლის ასაკისაც რომ იყვნენ, შრომის კოდქსმა საჯარო სამსახურში მუშაობის ზედა ზღვარი მოხსნა და მათ მუშაობის უფლება აქვთ. მაია პაქსაძე ბაღის თანამშრომლებს ეუბნება, რომ ის სხვა კანონს არ იცნობს და მხოლოდ საკრებულოს დადგენილებებს ენდობა. როგორ შეიძლება საკრებულომ მიიროს დადგენილება, რომელიც ორგანულ კანონზე მაღლა დგას? თან აღსანიშნავია, რომ პაქსაძე თანამშრომლებს მიზეზს არ ეუბნება, რატომ უნდა წავიდნენ სამსახურიდან,“ - ამბობს მანანა მანაგაძე.
ქუთაისის #2 ბაგა-ბაღში მომუშავე სვეტლანა ბრეგაძე ერთ-ერთი მათგანია, რომელსაც მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა. ბრეგაძეს აღმზრდელად მუშაობის 30-წლიანი გამოცდილება აქვს.
„21 სექტემბერს 60 წელი მისრულდება. წინა კვირაში დამიბარა მაია პაქსაძემ და მითხრა, რომ ხელშეკრულება შეწყვეტილი მაქვს. ჩემს მდგომარეობაში კიდევ ბევრი სხვა ადამიანია. თუმცა ყველა პენსიონერს არ ათავისუფლებენ, მხოლოდ მათ უშვებენ, რომლებსაც ბავშვებთან აქვთ შეხება და აღმზრდელებად მუშაობდნენ. რა უნდა ვქნა, 6 თვის წინ შვილი გარდამეცვალა. მეზობელმა იარაღით მომიკლა. მეუღლე მყავს, რომელიც არ მუშაობს და ავადმყოფია. ბანკიდან კრედიტი ავიღე. ჩემი ხელფასის გარდა სხვა შემოსავალი არ გვაქვს. ჩემი პენსი გარდაცვლილ შვილს ეკლესიაში სანთელი რომ დავუნთო, იმისთვის არ მეყოფა,“ - ამბობს სვეტლანა ბრეგაძე.
ქუთაისში სულ 35 საბავშვო ბაღია, სადაც 1 200-მდე ადამიანია დასაქმებული. ამ დროისათვის პრობლემა რამდენიმე ბაღის თანამშრომელს შეექმნა. ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი მაია პაქსაძე აცხადებს, რომ სამსახურიდან არავინ მიდის და ბაღებში დასაქმებულებს ხელშეკრულება უგრძელდებათ.
„ჩემს ინტერესებში არ შედის არავის გაშვება. განცხადების დაწერა არავის სჭირდება. პირველ სექტემბრამდე ეს ხალხი ხელშეკრულებით იყო აყვანილ იდა ხელშეკრულება უგრძელდება უმრავლესობას. მაგრამ როდესაც ფილიალის ხელმძღვანელი მეუბნება, რომ თანამშრომელი არ დადის სამსახურში და ვერ ასრულებს თავის მოვალეობას, ასეთს ვერ გაუგრძელდება ხელშეკრულება. თუმცა ასეთი მთელ სისტემაში შეიძლება 2 ან 3 თანამშრომელი იყოს,“ - ამბობს მაია პაქსაძე.
სამოქალაქო ინტერესების დაცვის ცენტრი ბაღების თანამშრომლების საქმეზე სახალხო დამცველის იმერეთის ოფისის წარმომადგენლებთან შეხვედრასა და მათი ინტერესების დაცვის კამპანიის დაწყებას გეგმავს.
ცნობისთვის, ქუთაისის საბავშვო ბაგა-ბაღებიდან 2010 წელს დირექტორების გათავისუფლების საქმეზე დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს. საგამოძიებო ორგანომ უკვე დაკითხა მხარის ყოფილი გუბერნატორი ლაშა მაქაცარია და მაია პაქსაძე.


ნანახია: 3976-ჯერ

მსგავსი სიახლეები
არსებული ინფორმაციით, პაქსაძე თანამდებობიდან საკუთარი სურვილით მიდის.
მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ უფასო საბავშვო ბაღებში მხოლოდ 2 წლიდან 6 წლამდე აღსაზრდელები
აქციის მონაწილეების თქმით, ისინი აქციაზე ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანებათა დირექტორის მაია პაქსაძის დავალებით მივიდნენ.
ყოფილი გამგის თქმით, აღნიშნულის მიზეზი გასული წლის 11 დეკემბერს, ბაღი თანამშრომლების მიერ, სამუშაო პირობების გაუმჯობესების
განცხადებას ამის შესახებ ადვოკატი რობიზონ ხურცილავა აკეთებს.
#1 საბავშვო ბაღის ყოფილი გამგის ზაალ ხონელიძის ბრალდებებს ქალაქის მერიის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში პასუხობენ.

ამინდი