Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში ვაქცინის შესანახად ინტერვენციული მედიცინის ცენტრს ამზადებენ

თარიღი : 3-02-2021, 16:33 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
კოვიდვაქცინის მისაღებად მზადება დაიწყო ქუთაისში. ვაქცინაციის პროცესში ცხაკაიას სახელობის ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრი ჩაერთვება. სამედიცინო დაწესებულებაში შესაბამისი ღონისძიებების გატარება უკვე დაიწყო.

მზადების პროცესს ადგილზე გაეცნო იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე. სახელმწიფო რწმუნებულის თქმით, აღნიშნულ დაწესებულებას აქვს როგორც პაციენტთა ნაკადის მართვის, ასევე შესაბამისი აღჭურვის რესურსი. გარდა ამისა, გააჩნია იზოლირებული შესასვლელი და აცრის შემდეგ დაყოვნების სივრცე. სამედიცინო დაწესებულება გამოთქვამს მზაობას ყველა დადგენილი მოთხოვნა შეასრულოს და ვაქცინის პროცესი შეუფერხებლად დაიწყოს.

პირველ ეტაპზე, აცრები მხოლოდ ჰოსპიტალურ სექტორში ჩატარდება. ამ დროისთვის საქართველოს სამ დიდ ქალაქში შეირჩა საავადმყოფოები, სადაც აცრებს 40-მდე ბრიგადა ჩაატარებს. თითოეული ბრიგადა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გადამზადებული 3 ადამიანისგან შედგება - ამცრელი, ექიმი და რეგისტრატორი, ვინც მონაცემებს იმუნიზაციის ელექტრონულ მოდულში ასახავს.

Pfizer-ის ვაქცინის შენახვისთვის აუცილებელია განსაკუთრებული ტემპერატურული რეჟიმის, ე.წ ცივი ჯაჭვის კუთხით არსებული მზადყოფნა. მიღებული ვაქცინა თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სასაწყობო მეურნეობებში შეინახება, სადაც უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი, ულტრა დაბალი ტემპერატურული რეჟიმი - მინუს 70-80 გრადუსი.

როგორც ცნობილია, საქართველო თებერვლის ბოლომდე მიიღებს Pfizer-ის ვაქცინის პირველ დოზებს. ამ ეტაპზე საუბარია 29 250 დოზაზე. ეროვნული გეგმის შესაბამისად, ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალით დაიწყება. შესაბამისი მონაცემების შეგროვება სპეციალურ პორტალზე უკვე დაწყებულია.


ნანახია: 274-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი