Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულის მოსახლეობას მუნიციპალური ტრანსპორტი მოემსახურება

თარიღი : 3-02-2021, 13:28 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხარაგაულის სოფლებს მუნიციპალური ტრანსპორტი მოემსახურება.

მუნიციპალიტეტის მერიამ აღნიშნულ მომსახურებაზე ტენდერი გამოაცხადა და გამარჯვებული კომპანია 10 თებერვალს გამოვლინდება.

ხარაგაულის ადგილობრივი ბიუჯეტიდან აღნიშნული მიმართულებით 10 000 ლარი დაიხარჯება.

“ხარაგაული-თეთრაწყაროს მიმართულებით მიკროავტობუსი მოქალაქეებს ყოველდღე მოემსახურება და 18:00 საათზე გასული, კიცხის საზოგადოებრივ ცენტრამდე მივა. მგზავრობის ღირებულება ამ მიმართულებით 50 თეთრით განისაზღვრა. რაც შეეხება ხარაგაული-თეთრაწყაროს მარშრუტს, ხარაგაულის რკინიგზის სადგურიდან სოფელ თეთრაწყარომდე 30 -თეთრი, რკინიგზის სადგურიდან ხარაგაულის საავადმყოფომდე - 20 თეთრი, ხოლო სოფელ თეთრაწყაროდან ხარაგაულის საავადმყოფომდე 10 თეთრი ეღირება.

მუნიციპალური ტრანსპორტი ხუთშაბათობით იმოძრავებს ბაზალეთი-ქროლის მიმართულებით. სამარშრუტო ტაქსი რკინიგზის სადგურიდან ბაზალეთი-ქროლის მიმართულებით 10:00 -სთ და 14:30 სთ გავა, ხოლო ქროლი-ბაზალეთის საზღვრიდან რკინიგზის სადგურის მიმართულებით - 10:30 სთ და 15 სთ-ზე. მგზავრობის ღირებულება 50 თეთრია, ხოლო ბაზალეთამდე 30-თეთრი. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ზემოაღნიშნული ტრანსპორტი მგზავრების გადაადგილებას ხარაგაულის საავადმყოფომდეც უზრუნველყოფს.

ტრანსპორტი მოემსახურება ფარცხნალის მცხოვრებლებსაც. მიკროავტობუსი ყოველ სამშაბათს რკინიგზის სადგურიდან სოფელ ფარცხნალის მიმართულებით 10:00 -სთ და 14:30 სთ-ზე გავა, ხოლო სოფელ ფარცხნალიდან 10:30-სთ და 15:00 სთ-ზე. მგზავრობის ღირებულება 30 თეთრი იქნება,”-აცხადებენ ხარაგაულის მერიაში.


ნანახია: 364-ჯერ

მსგავსი სიახლეები
2017 წლის იანვრის თვიდან მუნიციპალური ტრანსპორტი დაინიშნა ხარაგაული-ბაზალეთი-ქროლის მიმართულებით, რომელიც აღნიშნულ სოფლებში
საზოგადოებრივი ტრანსპორტი სასაფლაოების მიმართულებით საზოგადოებას უფასოდ ორი დღის განმავლობაში მოემსახურება.

ამინდი