Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში მთამსვლელები ხელოვნური საცოცი კედლის მოწყობას ითხოვენ

თარიღი : 3-02-2021, 12:51 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, ხელოვნური საცოცი კედლის მოწყობას ითხოვენ.

მთასვლელთა და მოგზაურთა კლუბ "თეთნულდის" წევრი გიორგი ენუქიძე ამბობს, რომ ხელოვნური საცოცი კედლები ქვეყნის თითქმის ყველა ქალაქშია. მისი თქმით, ქუთაისში კი სპორტის აღნიშნული სახეობით თვითმმართველობა საათანადოდ არ არის დაინტერესებული.

"ქუთაისში იცით, რომ არის ბუნებრივი კედელი ჭომაში, თუმცა ხელოვნურს სხვა დატვირთვა აქვს. ბუნებრივზე ერთი და ორი წლის შემდეგ მარშრუტები ზეპირად გაქვს დამახსოვრებული, კუნთი და გონება სხვანაირად აღარ მუშაობს, ისე ვერ გამოდის ვარჯიში, როგორადაც საჭიროა. ამას გარდა, ბუნებრივ კედელს ერთი დიდი მინუსიც აქვს, წვიმასა და ცუდ ამინდში ვერ ვარჯიშობ. მთელი ზაფხული რომ ემზადები, წვიმიან სეზონსა და ზამთარში კი იძულებული ხარ გაჩერდე, ფორმასაც კარგავ.

ხელოვნური კედლის მოწყობას ადრეც ვითხოვდით. მაშინ ე.წ პიონერთა სახლის შენობაში 5-დან - 7 მეტრამდე სიმაღლის კედელი მოაწყეს. იქ ვვარჯიშობდით ერთი პერიოდი, მერე ამ შენობამ სხვა ფუნქცია შეიძინა და კედელი საფიჩხიაზე, ერთ-ერთ სკოლაში გადაიტანეს, თუმცა ძალიან პატარაა, სულ ორი მარშრუტი აქვს და ვარჯიშისთვის, სპორტსმენის მოსამზადებლად არ გამოდგება. ერთი ნორმალური საცოცი კედელი სჭირდება ქალაქს. მერია გვეუბნება, შენობა ვერ მოვძებნეთო. გვქონდა ასეთი შეთავაზებაც, ჩვენი ახლობელი გვითმობდა დარბაზს (ყოველგვარი ინტერესის გარეშე) და იქ გვინდოდა გაკეთება, თუმცა მერიამ, კერძო პირის საკუთრებაში ვერ გაკეთდება, ჩვენს ბალანსზე უნდა იყოსო. მოკლედ, მერიის დაქვემდებარებაში მყოფი შენობა ვერ მოიძებნა. ვერც სკოლა, ვერც ისეთი შენობა, რომელსაც არ იყენებენ. განაცხადი ამის თაობაზე შარშანწინაც შევიტანეთ, მოვამზადეთ პროექტი, ბიუჯეტშიც მიიღეს განსახილველად, 30 000 ლარამდე ჯდებოდა თვითონ კედლის მომზადება, თუმცა ისევ შენობის არარსებობის გამო გვითხრეს უარი. არადა ამისთვის სკოლის დარბაზიც შეიძლება მოინახოს მაღალჭერიანი და იქ გაკეთდეს. ალბათ სათანადო დაინტერესება არაა, თორემ აქ გაუკეთებელი არაფერია.

საუბარი იყო იმაზეც, ბევრი არ ხართ ამით დაინტერესებული და ტყუილი ხარჯი იქნებაო. ჩვენთან ბევრი ბავშვი მოდის, სურვილი აქვთ დაიწყონ ვარჯიში, მაგრამ რომ ხედავენ (მშობლებიც) გზის პირასაა ფაქტობრივად სავარჯიშო ადგილი, იქ მანქანები მოძრაობს, ამასთან, არანაირი პირობა არაა, გამოცვლა შუა გზაზე გვიწევს ფაქტობრივად, ზამთარსა და წვიმიან ამინდში ვერ ვარჯიშობ, მერე ანებებენ თავს. ასეთი პირობების დროს, არც იქნება დაინტერესება, ვიქნებით მხოლოდ ენთუზიასტები, რომლებსაც ძალიან გვიყვარს ეს სპორტი. რომ გაკეთდეს დარბაზი, დარწმუნებული ვარ, ბევრად მეტი ბავშვი მოვა სავარჯიშოდ. ხანდახან ვიკრიბებით ჭომაში, კარგი ამინდი როცაა, ყოფილა შემთხვევა 15-20 კაცი ვყოფილვართ, ეს ქუთაისისთვის არაა პატარა რაოდენობა, მით უმეტეს ასეთ პირობებში და რომ იყოს დარბაზი, ყოველდღიურად შეიკრიბება ეს რაოდენობა, ბავშვებიც მოვლენ და უფრო პოპულარული გახდება სპორტის ეს სახეობაც,"-ამბობს გიორგი ენუქიძე.

ამბობს იმასაც, რომ მთასვლელებს ისეთივე ყურადღება ესაჭიროებათ ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან, როგორც სპორტის სხვა სახეობაში მოღვაწეებს. მთასვლელთა და მოგზაურთა კლუბ "თეთნულდის" წევრები ხელოვნური საცოცი კედლის მოწყობის შემთხვევაში, მზად არიან, ვარჯიშისთვის თვეში გარკვეული თანხაც გადაიხადონ.

"ბიუჯეტში ჩვენი ჯიბიდანაც მიდის თანხები და ჩვენ რაღაც რაოდენობა ვართ ხალხის, რომლებიც ვითხოვთ, რომ გაკეთდეს ხო? გვინდა ვივარჯიშოთ და განვვითარდეთ, განვავითაროთ მთასვლელობაც. ქალაქს ასეთი ხალხი ხომ სჭირდება? ან სამაშველო საქმეებისთვის ან ზოგადად. გელათშიც იცით, რომ ჩვენ ჩამოვიტანეთ დაზიანებული სახურავი, რომ არ გვქონოდა თოკზე მუშაობის გამოცდილება, ხომ ვერ დავეხმარებოდით? მოგვიგვარონ ეს საკითხი, სულ იმის ლაპარაკი როგორ მიდის, ადგილი ვერ ვნახეთო?

თუ გააკეთებენ, იმ დარბაზს მოვლა და შენახვა დასჭირდება, ამიტომ ჩვენ გვიღირს, რომ თვეში შესვლაზე 20-30 ლარი გადავიხადოთ იმისთვის, რომ პირობები გვქონდეს. თბილისში ასეთი ათი საცოცი დარბაზი მაინცაა. დახურულის ტიპის დარბაზებიცაა და ახლა ღიაც გაკეთდა, იმდენად დიდი მოთხოვნილებაა. უბრალოდ დაინტერესებულ ადამიანს ახდევინებენ გარკვეულ თანხას და მათ ვინც მთასვლელია, უფასოდ ავარჯიშებენ. მთავარია გააკეთონ და გარკვეული თანხის გადახდას, პირიქით, მივესალმებით,"-ამბობს გიორგი ენუქიძე.

იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge გააგრძელებს თემაზე მუშაობას და ქუთაისის მერიის პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 680-ჯერ

მსგავსი სიახლეები
რამდენიმე წელია, რაც ქუთაისში, მთამსვლელთა და მოგზაურთა კლუბი "თეთნულდი" ხელოვნური საცოცი კედლის მოწყობას ითხოვს.
ქუთაისში არსებული მთამსვლელთა და მოგზაურთა კლუბი 'თეთნულდი' ქალაქის მერს შოთა მურღულიასა და მერიის სპორტის განყოფილებას მიმართავს.
როგორც კლუბის ერთ-ერთი წევრი გიგა შუბითიძე აღნიშნავს, განცხადებას, რომელშიც ისინი კლუბის მიერ შერჩეულ კედლის სავარაუდო

ამინდი