Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გია თევდორაძე: "ქართულმა ოცნებამ" წყალტუბოში არასასურველი კადრები მოიშორა

თარიღი : 12-04-2014, 11:27 | კატეგორია: პოლიტიკა   
topnews.com.ge
"წყალტუბოში 7 სოფლის რწმუნებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს,“ - აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გია თევდორაძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
თევდორაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე თვითმმართველობებში რაიმე კონკურსის ჩატარება წარმოუდგენელია, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ და გამგეობამ კონკურსი უკვე ჩაატარეს და სოფლის რწმუნებულები გაათავისუფლეს.
„გათავისუფლებულები ის ადამიანები არიან, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერენ მხარს. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ შემცირებული რეიტინგისა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გამო საფრთხეს გრძნობს და შედეგის მისაღწევად ყოველგვარი კანონიერებისგან დისტანცირებულ გადაწყვეტილებებს იღებენ. ისორებენ მათთვის არასასურველ ადამიანებს,“ - აცხადებს თევდორაძე.
თვითმმართველობის კოდექსში პარლამენტის მიერ შეტანილი ცვლილებებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ყველა საჯარო მოხელე დროებით მოვალეობის შემსრულებლად ითვლება და თანამდებობაზე დასანიშნად მათ კონკურსი და ატესტაცია უნდა გაიარონ.


ნანახია: 1954-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გია თევდორაძე ამბობს, რომ პოლიტიკური სიმპატიით შერჩეული კადრები თვითმმართველობების მუშაობის ეფექტიანობას ვერ უზრუნველყოფენ.
ქუთაისის მერიის სულხან-საბას ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ფირუზ ბენიძე დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ბენიძე ქალაქის
კანონში შესატანი ცვლილებით, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, საჯარო მოხელეები დროებით მოვალეობის
თევდორაძის თქმით, სამუშაოების ბოლომდე მიყვანა 'ქართულმა ოცნებამ' ვერ შეძლო
როგორც topnews.com.ge-ს საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გია თევდორაძემ განუცხადა, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურარტურაში დღეს
საპარლამენტო უმცირესობის წევრი გია თევდორაძე ხელისუფლებას წყალტუბოში „ნაციონალების“ მმართველობის პერიოდში დაწყებული

ამინდი