Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘კარგი იქნება თუ ტრანსპორტსაც მალე გახსნიან,’-ქუთაისში მოვაჭრეები ტრანსპორტის ამუშავებას ითხოვენ

თარიღი : 1-02-2021, 11:57 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
დღეიდან ქვეყანაში, ყველა სავაჭრო ცენტრი და მაღაზია გაიხსნა. სავაჭრო ობიექტებს თავად მოუწევთ გააკონტროლონ მომხმარებელთა ნაკადი და დაიცვან კოვიდუსაფრთხოებისთვის აუცილებელი რეგულაციები.

სავაჭრო ცენტრები გაიხსნა ქუთაისშიც. თუმცა დასაქმებულები ამბობენ, რომ მათთვის გაჩერებული ტრანსპორტი დიდ პრობლემას ქმნის და დღის შემოსავალი ტაქსებში მიდის.

"დღეს გავიხსენით. იმისთვის რომ ყველა რეგულაცია დავიცვათ, დღეში მინიმუმ 100-130 ლარი გვჭირდება. იმიტომ რომ საჭიროა იქ პირბადეები, ხალათები, სხვადასხვა ხსნარები, რომლებიც დიდი რაოდენობით უნდა გაიხარჯოს, ამასთან, ყოველ ორ საათში ხსნარით ზედაპირები უნდა დამუშავდეს, საყიდია მაგიდების "ტოლოებიც" და ა.შ. ამას ემატება ისიც, რომ გვიწევს დამლაგებლების ტრანსპორტირება, ვიქირავეთ მარშუტი, რადგან მათი ხელფასი არ არის იმ რაოდენობის, ტაქსებში რომ ხარჯონ.

კატასტროფული სიტუაციაა, თვეში, მინიმუმ 300 ლარი სჭირდებათ მოვაჭრეებს გადაადგილებაში. ფაქტობრივად, რასაც აიღებენ, ტრანსპორტში უნდა დახარჯონ. ძალიან წვალობენ. ვითხოვთ ტრანსპორტის გახსნას, მაგრამ არამგონია მოკლე ხანში მოხდეს. ცუდ დღეში ვართ, ხალხი არ დადის, ვართ ჩვენ და სიცარიელე,"-განაცხადა Topnews.com.ge- სთან სავაჭრო ცენტრ “გრანდმოლის" დირექტორმა ნატო დანელიამ.

"რა თქმა უნდა იხარჯება თანხები ამ რეგულაციების დაცვაში, მაგრამ რა ვქნათ? სხვანაირად არ გამოდის. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ხალხმა იმუშაოს. რთულია უტრანსპორტობაც, წუხან ამაზე თანამშრომლები, პირადი მანქანები ან ტაქსები ემსახურებათ, ამაში თანხები მიდის ხომ? კარგი იქნება თუ ტრანსპორტსაც მალე გახსნიან,"- განაცხადა "ქარვასლას" თავმჯდომარემ ხათუნა ონიანმა.

შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები დღეიდან გაიხსნა, ღია და დახრული ბაზრობების გახსნა - კი 15 თებერვლიდან იგეგმება.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 376-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი