Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისელი არქიტექტორი: ქალაქის მერი ჩემთვის თუ არ მოიცლის, მე მოვიცლი და მის კარიკატურას დავხატავ

თარიღი : 11-04-2014, 20:53 | კატეგორია: საზოგადოება   
topnews.com.ge
ქუთაისელი არქიტექტორი გივი თოდაძე ქალაქის ხელისუფლებას აკრიტიკებს და ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელს შოთა მურღულიას მისი კარიკატურის დახატვით ემუქრება.
არქიტექტორის განცხადებით, მას ეკუთვნის ქალაქის შემოსასვლელის პროექტი, თუმცა როგორც ამბობს, მსგავსი რამ ქალაქის ხელმძღვანელობას არ აინტერესებს.
„არავინ არ არის დაინტერესებული ქუთაისის განაშენიანებით. არ ვართ აღმშენებლობის ქალაქი. კარგ ქალაქს კარგი შემოსასვლელი უნდა ჰქონდეს. ჩემი პროიექტი ქალაქის შემოსასვლელთან დასასვენელი ადგილის მოწყობასაც ითვალისწინებს. პროექტის მიხედვით, შემოსასავლელის მოწყობა დაახლოებით 300 000 ლარი დაჯდება. ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელს, ბატონ შოთას ვთხოვ, ერთხელ მაინც მოიცალოს ჩემთვის. თუ არ მოიცლის, მე მოვიცლი მისთვის და მის კარიკატურას დავხატავ,“ - ამბობს არქიტექტორი.
გივი თოდაძე ქუთაისში 270 მეტრიანი ცათამბჯენის აშენების იდეის ავტორიც არის. ქალაქის მერიაში კი მსგავსს პროექტებს მომავლის ქუთაისის პროექტებად თვლიან.


ნანახია: 2079-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ლუკა ნაჭყებიამ მისი 13 წლის იუბილეზე მისვლა ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელს რამდენიმე დღის წინ თავად სთხოვა.
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის შოთა მურღულიას განცხადებით, ის ამ ეტაზზე ქალაქის მერიაში არსებული ვითარების შესწავლითაა
წულაია ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელს მიმართავს დაინტერესდეს აღნიშნულით, რადგან მისი თქმით, ქალაქის ბიუჯეტიდან
ქუთაისის მერიაში შოთა მურღულიას დასახვედრად ემზადებიან. ქალაქის ადგილობრივი თვითმმართველობის შენობაში მერის კაბინეტის დილიდან
[online][/online]
[offline][/offline]
: beso , Гости | 12.04.14 | 
Vis antresebs qalaqis ganvitareba mtavaria fuli chamon magatma meti araferi ician rodis miexedeba qutaiss xalxo gamofxizldit meore qalaqia saqartveloshi bolosda bolos rodemde iyos dapauzebuli es qalaqi

ამინდი