Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულება შესაძლოა გაიზარდოს

თარიღი : 30-01-2021, 12:20 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, მუნიციპალურ ტრანსპორტზე მგზავრობის ღირებულება შესაძლოა გაიზარდოს. ამის შესახებ Topnews.com.ge-ს შპს „ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის“ ხელმძღვანელმა გიორგი გიორგობიანმა განუცხადა. გიორგობიანი ამბობს, რომ იმ ხარჯებიდან გამომდინარე, რაც ტრანსპორტის შენახვას დასჭირდება, ტარიფი ცოტათი მოიმატებს, თუმცა ის 50 თეთრს არ გადააჭარბებს.

"რადგან ახალი ავტობუსები გვყავს, ვამბობთ, რომ ზამთარში სითბო უნდა იყოს და ზაფხულში კონდიციონერი ჩართული; თუ კომფორტი გვინდა, ყოველდღე ვრეცხეთ ავტობუსები და ა.შ, ხარჯი მეტი იქნება. ამიტომ, დიდი ალბათობით ტარიფი მოიმატებს, მაგრამ არა უმეტეს 50 თეთრისა. თუ მეტი დაჯდა მგზავრობის ღირებულება, ამ შემთხვევაში, მერია გასცემს სუბსიდიას. საკითხთან დაკავშირებით მუშაობს საკრებულო, რომ რეალური ტარიფი მივიღოთ,"- განაცხადა გიორგი გიორგობიანმა.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისს EURO 5-ის სტანდარტის ახალი ავტობუსები ჰყავს. შპს „ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიამ“ მძღოლების პოზიციაზე ვაკანსიები უკვე გამოაცხადა.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 1110-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ამ დროისთვის ქუთაისში საქალაქო ავტობუსებით მგზავრობის ღირებულება 30-ს, ხოლო მიკროავტობუსებით მგზავრობის ღირებულება 40 თეთრს

ამინდი