Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რატომ დარჩა საფეხბურთო ტრადიციებით მდიდარი ქუთაისი ევროპის ჩემპიონატის მიღმა?- ქუთაისის მერი კრიტიკოსებს პასუხობს

თარიღი : 29-01-2021, 15:22 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
რატომ დარჩა საფეხბურთო ტრადიციებით მდიდარი ქუთაისი ევროპის ჩემპიონატის მიღმა?- ამ საკითხს ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ტელეკომპანია “რიონის" ეთერში გამოეხმაურა. ხახალეიშვილმა აღნიშნა, რომ მერიამ ოფიციალური განაცხადი 2023 წლის 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობასთან დაკავშირებით გააგზავნა, თუმცა ტურნირის ფორმატი შეიცვალა და ჩემპიონატის შეხვედრებისთვის თბილისი და ზღვისპირა ქალაქები შეირჩა.

"ამ ქალაქში ფეხბურთი არავის დავიწყებია. სამწუხაროა ის აჟიოტაჟი, რომელიც ატყდა ჩემპიონატთან დაკავშირებით და ის არასწორი ინფორმაცია, რომელიც გაჟღერდა. ჩვენ, ქუთაისის მერიამ, ოფიციალური განაცხადი გავაგზავნეთ ჩემპიონატში მონაწილეობასთან დაკავშირებით, რომელსაც ბატონი დავით მუჯირიც აწერს ხელს. ეს იყო ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც აიტვირთა უეფას ვებგვერდზე და რომელშიც ქუთაისმა გააკეთა თავისი ოფიციალური განაცხადი აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობასთან დაკავშირებით, ამიტომაც შენდებოდა ფეხბურთის აკადემია თავისი სტადიონებით, ამიტომაც ემზადებოდა შენგელიას სახელობის სტადიონიც. აღნიშნული ტურნირის ქუთაისში ვერ ჩატარება გამოიწვია იმან, რომ მასპინძელი ორი ქვეყანა გახდა, საქართველო აღარ მასპინძლობს, მხოლოდ რუმინეთთან ერთად უმასპინძლებს, ამიტომ 8 გუნდი იქნება საქართველოში, რომელიც ორ ჯგუფად გაიყოფა. ამასთან, მთავარი პრობლემა რაც შეიქმნა იყო ის, რომ ჯგუფში მონაწილე გუნდები ერთმანეთთან დაშორებულები არ უნდა ყოფილიყვნენ 100-ზე მეტი კმ-ით და ამიტომ იქნა შერჩეული სწორედ ფოთი და ბათუმი, ასე რომ ვთქვათ ერთმანეთთან დაწყვილებული და თბილისი, რადგანაც იქვეა სტადიონები. ქუთაისი ზუგდიდთან ერთად უნდა ყოფილიყო, მაგრამ, რადგან მონაწილე გუნდების რაოდენობა აღარ შეიქმნა იმდენი, რამდენიც უნდა ყოფილიყო, გადაწყდა თბილისი და ზღვისპირა ქალაქები. ამდენად, სპეკულაციები, რომ ან თვითმმართველობამ, ან გუბერნიამ არაფერი არ გააკეთა, არ გვინდა. ამ დოკუმენტით, რომელიც 4 გვერდზეა, შეგვიძლია ვთქვათ რომ გაკეთდა ყველაფერი, რაც ჩვენ შეგვეძლო. მინდა იცოდეთ, რომ ფეხბურთი არავის დავიწყებია,"- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

მისივე თქმით, ქუთაისში საფეხბურთო აკადემია შენდება და მოკლე ხანში, ძალიან მნიშვნელოვანი და საერთაშორისო დონის სპორტული არენა გვექნება.

შეგახსენებთ, რომ "უეფას" გადაწყვეტილებით, 2023 წლის 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის შეხვედრები ბათუმის, ფოთისა და თბილისის ორ სტადიონზე გაიმართება.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 712-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მიქიაშვილი აღნიშნული კუთხით ადგილობრივი ხელისუფლების მისამართით გაჟღერებულ ბრალდებებსაც შეეხო და განაცხადა, რომ ბრალდებები

ამინდი