ზესტაფონის მაჟორიტარის ბიუროს თანამშრომელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს
თარიღი : 11-04-2014, 20:15 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი

გოგი ქავთარაძის ბიუროს თანამშრომელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს.
დავით კამკამიძის დაკავების ფაქტს შსს ადასტურებს, თუმცა უწყებაში ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ კონკრეტულად რა თანხაზეა საუბარი და რის სანაცვლოდ აიღო კამკამიძემ ქრთამი.
როგორც topnews.coom.ge-ს თვითმხილველებმა განუცხადეს ზესტაფონის მაჟორიტარის ბიუროს თანმშრომელი იმ დროს დააკავეს, როცა ბანკომატიდან თანხას იღებდა.
ისინი ვარაუდობენ, რომ ქრთამი მას ბანკში დაურიცხეს და დაკავებისას ბანკომატიდან სწორედ აღნიშნული თანხა გამოჰქონდა.
“როგორც ადგილზე თქვეს, 1500 ლარი ჩაურიცხეს ქრთამის სახით და გამოტანისას დააკავეს. ადგილზე ზესტაფონის და ქუთაისის პოლიცია იყო მობილიზებული” - აცხადებს თვითმხილველი.
ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატისთვის გოგი ქავთარაძისთვის მომხდარის დეტალები უცნობია, თუმცა ის “ბნელი ძალების” ჩარევაზე საუბრობს. ქავთარაძე აღნიშნავს, რომ კამკამიძეს შესაძლოა, პროვოკაცია მოუწყვეს.
“ვიცი, რომ წესიერი კაცია და რა მოხდა არ ვიცი. ეს ალბათ, პროვოცირებული იყო ჩემს საწინააღმდეგოდ. მგონია, რომ ძალოვანებამდე ვიღაცამ რაღაც გააკეთა და მის მიერაა ეს ყველაფერი მოწყობილი”, – განაცხადა ქავთარაძემ.
მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს თანამშრომლის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 6-დან 9 წლამდე აღკეთას ითვალისწინებს.