Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ზესტაფონში, სოფელ ქვედა საზანოში ახალი საბავშვო ბაღი აშენდა

თარიღი : 29-01-2021, 12:50 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სოფელ ქვედა საზანოში ახალი ბაღის მშენებლობა დაასრულა.

ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ორსართულიანია და 50 აღსაზრდელზეა გათვლილი. საბავშვო ბაღში მოეწყო სათამაშო, სასადილო, სანზარეულო და საძინებელი ოთახები. დამონტაჟდა ცენტრალური გათბობა, აღიჭურვა ახალი ინვენტარით. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. პროექტის ფარგლებში, გარდა შიდა ინფრასტრუქტურისა, კეთილმოეწყო საბავშვო ბაღის ეზო.

ახალი საბავშვო ბაღი, ზესტაფონის ოთხი სოფლის გარდა, მეზობელი მუნიციპალიტეტის ორ სოფელსაც მოემსახურება. განახლებული ინფრასტრუქტურა კი იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ ბავშვებმა განათლება საკუთარ სოფელში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილ გარემოში მიიღონ.

ბოლო პრიოდის განმავლობაში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, 6 ახალი საბავშვო ბაღი აშენდა.


ნანახია: 321-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ლეღვანის საბავშვო ბაღის მშენებლობა რეგიონული განვითარების ფონდმა 11 000 ლარით დააფინანსა.
მიმდინარე წელს რეგიონში ათობით სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებასათვის სრული რეაბილიტაციის ჩატარება, ხოლო 23 ახალი ბაღის
რეაბილიტაცია 166 ათასი ლარით რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსდა. საბავშვო ბაღი 80 აღსაზრდელზეა გათვლილი და მასში 19

ამინდი