Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

პანდემიას შეწირული სამსახურები ქუთაისში

თარიღი : 27-01-2021, 13:02 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
კოვიდპანდემიამ საშუალო და მცირე ბიზნესი შეიწირა. სასტუმროების, ჰოსტელების, მარკეტების, სხვადასხვა დანიშნულების მაღაზიების, ოფისების, ცენტრებისა და რიგი სამსახურების ნაწილი დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა, ნაწილი კი დაიკეტა. შესაბამისად, გაქრა სამუშაო ადგილებიც და ათასობით ადამიანი შემოსავლის გარეშე, სახელმწიფოს ერთჯერადი დახმარების იმედად დარჩა.

როგორც რესპონდენტები Topnews.com.ge-სთან ამბობენ, საქართველოში ყოველგვარი ბიზნესი ჩამკვდარია. შეზღუდვების მოხსნის შემდეგ კი ძველებურად მუშაობა და ძველ მდგომარეობამდე დაბრუნება გაჭირდება.

"პანდემიამდე ჩვენი სამსახურიდან 100 მეტრის რადიუსში, საქმიანობას ეწეოდა 3 დიდი სასტუმრო, 2 ჰოსტელი, 2 მარკეტი, 1 ჯანმრთელობის საშუალებების მაღაზია, 1 უცხოური ორგანიზაციის ოფისი, 1 ტურისტული, 1 მანქანების გაქირავება, 1 გიდების ტრენინგ ცენტრი, 1 სარეკლამო, 1 ავიაბილეთბის სალარო. ოფისის წინ პარკირების პოვნა ფანტასტიკის სფერო იყო.

ამჟამად, უცხოური ორგანიზაციის ოფისი ნაწილობრივ დისტანციურზეა. ერთი მარკეტი დაიხურა, მეორეც დღე დღეზე მიყვება, გამოცარიელებულია და სულს ღაფავს, როდემდე გაქაჩავს არ ვიცით. დანარჩენები ზემოთჩამოთვლილი წარმოებებიდან, ყველა დაიკეტა და თან უმეტესობა შეუქცევადად. ბანკის ვალების გამო ძირითადი საშუალებებიც გაყიდეს, სასტუმრომ ავეჯი, გაქირავებამ - მანქანები. ამ დაკეტვების შემდეგ რაღაცები შეიძლება აღდგეს, თუმცა უმეტესობას ძველებურად ამუშავება ალბათ გაუჭირდება. ბიზნესს არაფერი ისე არ აზიანებს, როგორც გაურკვევლობა და "დღეს-ხვალ"-ს ძახილი. ვის რაში აინტერესებს ამ დაწესებულებების უკან რამდენი ოჯახი დარჩა მშიერი და რამდენი ვერ იყიდის წამალს..."-ამბობს ლევან ჭანჭალეიშვილი.

პანდემიამ სამუშაო ადგილები შეიწირა ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე არსებულ სავაჭრო ცენტრ “გრანდმოლ"-შიც. მისი დირექტორი ნატო დანელია ამბობს, რომ მდგომარეობა საგანგაშოა. შემცირებულია სამუშაო ადგილები, მეწარმეები კი გაკოტრდნენ.

"სახელმწიფომ არ გაითვალისწინა, რომ 300 ლარი არაფერში არ ეყოფოდა ოჯახებს რამდენიმე თვის განმავლობაში. ხელისუფლება უგნურად ცდილობს შეგვადაროს დასავლეთის ქვეყნებს, სადაც მკაცრი რეგულაციებია. ნუ გვაბოლებენ, ძალიან ბევრი ნაცნობი მყავს და ზუსტად ვიცი, რომ თითოეულ უმუშევარზე თვიურად მინიმუმ 1000 ევრო გაიცემა საზღვარგარეთ. გარდა ამისა, მათ თვეში ერთხელ პირველადი მოხმარების საგნები და სასურსათო კალათა გადაეცემათ იმისთვის, რომ უზრუნველყოფილნი იყვნენ. იმდენად დიდი და ხარისხიანია ეს კალათა, რომ ოჯახს თავისუფლად ყოფნის. საფრანგეთში კი, გარდა იმისა, რომ მოქალაქეებს უსუბსიდირებენ კომუნალურ გადასახადებს, თუ ადამიანმა დაკარგა სამუშაო, 80%-ს უხდის სახელმწიფო ანაზღაურებიდან, ჩვენთან რაც ხდება კარგად მოგეხსენებათ. არავითარი სამართლიანობის შეგრძნება არ არის. რომ გავიხსნებით, უნდა გამოვაკრა დიდი პლაკატი, რომ რომელიმე მონიტორინგის სამსახური არ მოვიდეს შემოწმებაზე, სანამ გარეთ, ჭავჭავაძეზე, არ ჩაატარებენ მონიტორინგს. მე ათასობით ლარს ვხარჯავ იმისთვის რომ ხსნარები, პირბადეები, ხელთათმანები, ხალათები, ყველაფერი შევიძინო და ქუჩაში, ცხვირწინ რომ სხედან მოვაჭრეები და იმათ ვერ ხედავენ? ტრანსპორტიც არ დაუშვეს, არადა ცხრა დამლაგებელი მყავს, ტაქსით მე უნდა ვატარო, აბა დაბალი ანაზღაურების მქონე ასაკოვანი ადამიანები, როგორ შეძლებენ ტაქსით დღეში ორჯერ იარონ? გამყრელიძემ ერთი წელი უტრანპორტო სიარულს უნდა მიეჩვიოთო, კარგად არიან ეგენი? ჩაკლეს და გააუბედურეს ყველაფერი"-ამბობს ნატო დანელია.

სავარაუდოდ პანდემიას შეეწირა, ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე არსებული სასტუმრო ""იმერი"-ც, რომელიც ამჟამად იყიდება.

შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მაღაზიებისა და სავაჭრო ცენტრების გახსნა 1-ლი თებერვლიდან, ღია და დახრული ბაზრობების - კი 15 თებერვლიდან იგეგმება.


ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 402-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი