Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

2024 წლიდან ქუთაისში სიმსივნით დაავადებულთა მკურნალობა დაიწყება

თარიღი : 26-01-2021, 18:13 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
2024 წლიდან ქუთაისში სიმსივნით დაავადებულების მკურნალობა დაიწყება. აღნიშნული მიზნით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ადრონული თერაპიის ცენტრის განვითარება იწყება.

უნივერსიტეტს მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი არქიტექტურული ბიუროს „IDOM” (ესპანეთი) და სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის მეშვეობით სამკურნალო საშუალებების წამყვან კომპანია "IBA“ (ბელგია) გუნდები ეწვივნენ, რომლებიც ცენტრის პროექტს განახორციელებენ.

ადრონული თერაპიის ცენტრის გახსნა უნივერსიტეტში 2024 წლისთვის არის ნავარაუდევი და პროექტს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ აფინანსებს და ახორციელებს.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) 2020 წელს გაიხსნა. უნივერსიტეტის მიზანია, ეტაპობრივად გახდეს საერთაშორისო კვლევისა და განათლების ერთ-ერთი წამყვანი ცენტრი რეგიონში. უნივერსიტეტის სტრატეგია კვლევის სფეროში ითვალისწინებს თანამედროვე და უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი კვლევითი ინფრასტრუქტურის განვითარებას. უნივერსიტეტის ლაბორატორიების ბაზაზე მოხდება საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების განვითარება KIU-ში შესაბამისი დარგის მეცნიერებისა და წამყვანი ექსპერტების მოზიდვის გზით.

KIU-ს სტრატეგიული განვითარების გეგმა ითვალისწინებს ადრონული თერაპიის ცენტრის შექმნას. აღნიშნულ კვლევით ცენტრში შესაძლებელი იქნება სამეცნიერო კვლევების განხორციელება ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში, რადიაციულ ფიზიკაში და ბიოფიზიკაში. კვლევითი ცენტრი ასევე ხელს შეუწყობს პროტონული თერაპიის ცენტრის ჩამოყალიბებას, KIU-ს მედიცინის ფაკულტეტთან ერთად.

როგორც ფონდ “ქართუ”-ში აცხადებენ, ადრონული თერაპიის ცენტრი ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას შეუწყობს ხელს.


ნანახია: 364-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი