Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში ‘კარფურის’ გახსნის ზუსტი თარიღი უცნობია

თარიღი : 26-01-2021, 16:24 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, შარტავას ქუჩაზე სუპერმარკეტებისა და ჰიპერმარკეტების ქსელ "კარფური“-ს სამშენებლო სამუშაოების დიდი ნაწილი დასრულებულია.

როდის დაიწყებს ობიექტი ფუნქციონირებას, ამ დროისთვის უცნობია. Topnews.com.ge-ს "კარფურში" გახსნის კონკრეტულ თარიღს ვერ ეუბნენიან, თუმცა განუცხადეს, რომ ერთგულ მომხმარებლებს მაღალი ხარისხითა და ხელმისაწვდომი ფასებით კვლავ გაანებივრებენ.

"როდის გაიხსნება, რა პროდუქცია შევა, ამასთან დაკავშირებით დაზუსტებული ინფორმაცია ჯერ არ გვაქვს, თუმცა "კარფურის" მაღაზია როგორი ფორმატითაცაა წარმოდგენილი ბაზარზე, ქუთაისშიც ისეთი იქნება. "კარფური" არ უღალატებს თავის მომხმარებლებს,"- აცხადებენ სუპერმარკეტებისა და ჰიპერმარკეტების ქსელში.

შეგახსენებთ, რომ "კარფური" ქართულ ბაზარზე 2012 წელს შემოვიდა. დღეისთვის საქართველოში 40 მაღაზიითა და 2000-ზე მეტი თანამშრომლით არის წარდგენილი. კომპანიის მიზანია, მაღალი ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი მომხმარებელს ხელმისაწვდომ ფასად შესთავაზოს და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის, ყოველდღე. ამიტომ, "კარფური“ აქტიურად განაგრძობს როგორც ფიზიკურ, ასევე ციფრულ გაფართოებას ქვეყნის მასშტაბით.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 379-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მაღაზიაში ისეთი ბრენდების პროდუქცია გაიყიდება, როგორიცაა: ZARA, MANGO, BENETTON და SISLEY.
ტყიბულში მაღალი ხარისხის ქურთუკების საწარმო გაიხსნება, რომლის პროდუქცია ადგილობრივთან ერთად, საერთაშორისო ბაზარზე ექსპორტისთვის

ამინდი