Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

წყალმომარაგების კომპანიის განცხადება-რა ხდება ქუთაისის ორ ქუჩაზე, სადაც მოსახლეობა პრობლემაზე საუბრობს?

თარიღი : 26-01-2021, 16:05 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, აღმაშენებლის ქუჩისა (ნაწილი) და ი.ჭავჭავაძის გამზირის მცხოვრებლებს წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდებათ. ისინი წყალმომარაგების კომპანიას რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის ფილიალის ტექნიკურ სამსახურს დაუკავშირდა. სამსახურის უფროსის მალხაზ გუნიავას თქმით, კომპანია თავის ვალდებულებას ასრულებს და მოსახლეობას წყალს 24-საათიან რეჟიმში აწვდის.

“იცით, რომ მთელი ქუთაისი 24 საათიან წყალმომარაგებაზეა გადასული. რაც შეეხება აღმაშენებელს, აქაა 3 კორპუსი, 16 სართულიანები. ჩვენი ვალდებულება რაცაა, სადამდეც უნდა მივიდეს წყალი, მიეწოდებათ 24 საათიან რეჟიმში. ამასთან, მათ დამონტაჟებული აქვთ ტუმბო-აგრეგატი და თავად რთავენ მას, ჩვენ ექსპლუატაციას არ ვუწევთ. რაც შეეხება აღმაშენებლის 121 ნომერს, სემეკიდან შემოვიდა წერილი. თემასთან დაკავშირებით როგორც სამანიპულაციო, ასევე მოკვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს. ამდენად, უახლოეს დღეებში ეს პრობლემა უნდა გამოსწორდეს. ვფიქრობთ, აქაც სავარაუდოდ შიდა ქსელის პრობლემაა, რადგან ტაიაკები მშენებლებმა საკუთარი ძალებით მოაწყეს და არასწორადაა დამონტაჟებული. ჩვენ გავუწევთ რეკომენდაციებს რა და როგორ უნდა მოგვარდეს.

ანალოგიურად, ი.ჭავჭავაძეზე 14 სართულიანი ერთი კორპუსია დარჩენილი. აქაც, სადამდეც ჩვენი ვალდებულებაა, უნდა მივიდეს ნიშნულების მიხედვით წყალი (მე-8-მე-9 სართულებამდე), მიეწოდებათ, მაგრამ იმის ზევით, უკვე ტუმბო-აგრეგატები ირთვება,"-განაცხადა გუნიავამ.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 333-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ადგილობრივები აცხადებენ, რომ წყალი არ მიეწოდებათ და შეფერხების მიზეზიც უცნობია.

ამინდი