Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერიის სატრანსპორტო კომპანია მძღოლებს ეძებს

თარიღი : 26-01-2021, 12:33 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
შპს „ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიამ" მძღოლის პოზიციაზე ვაკანსიები გამოაცხადა. ამის შესახებ Topnews.com.ge-ს კომპანიის ხელმძღვანელმა გიორგი გიორგობიანმა განუცხადა. მისი თქმით, კომპანია ამ ეტაპზე 120-მდე მძღოლს მიიღებს, შემდეგ კი მათ რაოდენობას ეტაპობრივად გაზრდის.

"ჩვენმა კომპანიამ გამოაცხადა ვაკანსიები მძღოლების მიღების თაობაზე. ამ ეტაპზე გვესაჭიროება 120-მდე ადამიანი, რომელიც დაჯდება ჩვენს ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე და მოემსახურება ჩვენს თანაქალაქელებს. შემდეგ კიდევ გავაგრძელებთ მიღებას სხვადასხვა პოზიციაზე. ვფიქრობთ მძღოლების რაოდენობის გაზრდას, ვინაიდან სატრანსპორტო კომპანიის გრაფიკი 365 დღეა. ანუ, ყოველდღე ვმუშაობთ მთელი წლის განმავლობაში. შესაბამისად, ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად მუშაობენ, აუცილებლად დასჭირდებათ შემცვლელები. ვფიქრობთ, რომ სარეზევრო მძღოლებად კიდევ ავიყვანთ დამატებით 20-30 ადამიანს,"-განაცხადა გიორგი გიორგობიანმა.

რა გრაფიკით და მარშრუტებით იმოძრავებს ახალი მუნიციპალური ტრანსპორტი, ეს ჯერ გადაწყვეტილი არაა. გიორგობიანი ამბობს, რომ ამ საკითხებზე თანაქალაქელების მოსაზრებებს გაითვალიწინებენ.

"გვინდა, თანაქალაქელებთან შეხვედრები გავმართოთ. სხვათაშორის, გარკვეული შეხვედრები უკვე ჩანიშნულია. ვისაუბრებთ ღიად, როგორი მარშრუტით უნდა იარონ სატრანსპორტო საშუალებებმა; გრაფიკი როგორი იქნება, რომელ საათამდე უნდა იმუშაონ, დილით რომელზე უნდა დაიწყონ და ა.შ. ამ გამოკითხვების შემდეგ შემიძლია გითხრათ, რას როგორ გადავწყვეტთ. იცით, რომ პირველი მარტიდან საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობა უნდა დაიწყოს. შესაბამისად, ვემზადებით ჩვენც. ბევრი ტექნიკური დეტალია, არის იქ მოძრაობის უსაფრთხოების ნორმები; ექიმის ყოველდღიური დასკვნები, რომელიც აუცილებლად გასაკეთებელია; ტექნიკური დათვალიერების ჯგუფები, რომლებიც ავტობუსების გამართულობაზე ზრუნავენ; დისპეჩერები, რომლებმაც უნდა განსაზღვრონ გრაფიკები და დრო, ასე რომ ბევრი საქმეა. დროში სიარული და სისუფთავე - ჩემი უპირველესი მიზანია, რომ შევასრულო. ამ თემებზე რაც დავფუძნდით, მას შემდეგ ვმუშაობთ, თეორიულად მონახაზები გვაქვს, სტრუქტურები აწყობილია. ახლა დასანიშნია ხალხი, რომელიც ამ საქმეებს შეასრულებს. აქამდე არ დავნიშნეთ, გვინდოდა ეკონომიურად გამოვსულიყავით, ცოტა დანახარჯით მოვსულიყავით აქამდე. ახლა კი დგება დრო, როცა უნდა დავიწყოთ მუშაობა (პირველი მარტიდან), შესაბამისად, დავიწყეთ ვაკანსების გამოცხადება და ხალხის მიღება, რომ შევივსოთ და მომზადებული დავხვდეთ პირველ მარტს,"- ამბობს გიორგი გიორგობიანი.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისს 90-იანი წლების შემდეგ პირველად ჰყავს მუნიციპალური საქალაქო ტრანსპორტი. მუნიციპალურ ავტოპარკს ათეულობით ახალი ავტობუსი უკვე შეემატა. ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ქუთაისს საბოლოოდ 60 ავტობუსი გადაეცემა.


ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 453-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი