Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შენახვა ქუთაისშიც იქნება შესაძლებელი

თარიღი : 25-01-2021, 16:04 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შენახვა ქუთაისშიც იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ Topnews.com.ge-ს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსმა გოჩა გიორგიძემ განუცხადა. მისი თქმით, ქუთაისში ახალი ვაქცინის დოზების შესანახად ყველა პირობა არსებობს. ამდენად, ლოჯისტიკურ ნაწილთან დაკავშირებით, შეფერხება არ იქნება.

მისივე თქმით, კონკრეტულად სად მოეწყობა ვაქცინაციის ცენტრი, ამას ჯანდაცვის სამინისტრო დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად გადაწყვეტს.

"სახელმწიფოს მიერ კოვიდვაქცინაციის გეგმა დამტკიცებულია. მთლიანადაა გაწერილი ლოჯისტიკური პროცედურა, რომელიც ვაქცინაციის პროცესს წინ უნდა უსწრებდეს. შესაბამისად, სისტემა ინფრასტრუქტურულად მზად არის, მათ შორის ქუთაისსა და იმერეთში. იმერეთში ჩვენ გვაქვს საკმაოდ დიდი სასაწყობე მეურნეობა, "ცივი ჯაჭვის" სისტემა. როგორც მოგეხსენებათ, იმუნიზაცია მხოლოდ კოვიდს არ მოიცავს და ყოველწლიურად ჩვენთან, მთლიანად საქართველოში, მილიონამდე ვაქცინაცია ხორციელდება. არის შესაბამისი სამაცივრე სისტემები, -80-იანი მაცივრები, ასევე 2-დან 8 გრადუსამდე შენახვის საკმაოდ დიდი ტექნიკური რესურსი, ასე რომ, არანაირი შეფერხება ლოჯისტიკურ ნაწილთან დაკავშირებით არ გვექნება. კონკრეტულად სად მოეწყობა ქუთაისში ვაქცინაციისთვის სივრცე, ამას ჯანდაცვის სამინისტრო დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად გადაწყვეტს და ჩვენც და თქვენც გვაცნობებენ.

მე გადავიტანე კოვიდი, მაგრამ მიუხედავად ამისა, დიდი მოლოდინით ველოდები ვაქცინის შემოტანას, რომ გავიკეთო,"-განაცხადა გოჩა გიორგიძემ.

ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 80 გრადუსიანი ტიპის ვაქცინაცია სამ დიდ ქალაქში: თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში განხორციელდება.


ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 201-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი