ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე ქვეითად მოსიარულეს ავტომობილი დაეჯახა
თარიღი : 25-01-2021, 14:07 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ავარია ქუთაისში. ფალიაშვილის ქუჩაზე ქვეითად მოსიარულე ქალბატონს ავტომანქანა დაეჯახა. თვითმხილველთა თქმით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც დაშავებული ქუჩას არასათანადო ადგილას კვეთდა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. დაშავებული, ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა გადაიყვანა. პირველადი დათვალიერების შედეგად, მას ფეხი აქვს დაზიანებული და მისი მდგომარეობა სტაბილურია.
ავტორი: ქეთი გელაშვილი