Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

“მოგიწოდებთ ყველა ქართველ ემიგრანტს - გამოვტაცოთ სიკვდილს ახალგაზრდა ქართველი კაცის სიცოცხლე და დავაბრუნოთ საქართველოში”

თარიღი : 25-01-2021, 11:55 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ათენში მცხოვრებ ქართველებს ამავე ქალაქში მყოფი, ახალგაზრდა მამაკაცის დახმარებას სთხოვენ.

როგორც ცნობილია, წყალტუბოს მკვიდრი ახალგაზრდა მამაკაცი ღამეს ქუჩაში ათევს და სამშობლოში დაბრუნებაზე ოცნებობს.

“ათენის ქართველო ემიგრანტებო, დარწმუნებული ვარ, ყველას გეცნობათ ამ ახალგაზრდა ქართველი კაცის სახე.

მას ამ სიცივეში, დარში, ავდარში ღია ცის ქვეშ უწევს ღამის გათენება. რამდენჯერ დამიძინია და წვიმით დასველებულს გამიღვიძიაო ამბობს დღეს სახე დასიებული კაცი და ტირილს ვერ იკავებს...
გამოვკითხე და ძალიან უნდა დაბრუნდეს თავის სახლში-სამშობლოში!.. იგი, წარმოშობით წყალტუბოს რაიონის სოფ. ზარათიდან გაგა წიწილაშვილია(1982).

მოგიწოდებთ ყველა ქართველ ემიგრანტს - გამოვტაცოთ სიკვდილს, ამ ქართველი კაცის სიცოცხლე და დავაბრუნოთ საქართველოში.

კეთილი ინებოს საკონსულომ და სასწრაფოდ გაუკეთოს სამშობლოში დასაბრუნებელი მოწმობა!
ჩვენ კი, თითოეულმა რომ 5-5 € გავიღოთ, ბილეთსაც ვუყიდით და ცოტა საარსებო თანხაც შეუგროვდება. შემდეგ კი, სოფელი თბილია და დარწმუნებული ვარ ხელს გაუწევენ გაჭირვებაში მყოფ ადამიანს.
გთხოვთ გულთან მივიტანოთ მისი გასაჭირი და მომავალი კვირიდან დავიწყოთ მისთვის თანხის შეგროვება!

ჩემი ტელ. 6995 98 4242 შემეხმიანეთ!

P.S. მეგობრებო, რადგანაც ვერ პოულობთ კომენტარებში ჩემ მინაწერს, აქვე დავწერ: თანხის აკრებას დავიწყებ პირადად კვირას დილიდან, რადგანაც მეც თქვენსავით ვმუშაობ. ხვალვე დავადგენ, კვირის სხვა დღეებში სად შეიძლება დატოვოთ. ძალიან გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება ამ პოსტის მინაწერს და შესაბამისად მითითებულ მისამართზე მიიტანოთ თქვენს მიერ გაღებული თანხა.

უღრმესი მადლობა ყველას გამოხმაურებისთვის.
უფალი გვფარავდეს და გვაძლიერებდეს ყველა კეთილ საქმეში!,”-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.


ნანახია: 191-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქალბატონს მოულოდნელად მძიმე დაავადება, ძვლის ტვინის სიმსივნე დაუდგინეს.
ტყიბულის რაიონის სოფელ გელათში მცხოვრები ნაილი ნემსიწვერიძე იტალიაში წლები იმყოფება
როგორც ახლობლები ამბობენ, გარდაცვლილს რამდენიმე დღე მაღალი სიცხეები ჰქონდა, მაგრამ 2 წლის ბიჭუნა ჰყავდა გაციებული, მას უვლიდა და
სამშობლოში ჩამოსვენების შემდეგ, ჯარისკაცის ცხედარს ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში ჩაუტარდა.
პატრიარქის თქმით, ყველა ემიგრანტი, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშია, ფიქრებით მუდამ სამშობლოში უნდა იყოს.
არსებული ინფორმაციით, ქართველ ფალავანს მწვანეყვავილას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაიკრძალება.

ამინდი