Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის საერთაშირისო აეროპორტში ახალი ტერმინალის მოწყობის სამუშოები დასრულდა

თარიღი : 25-01-2021, 10:13 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის სარემონტო სამუშაოები დასრულებულია. ამის შესახებ იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს აეროპორტების გაერთიანების პრესსამსახურში განუცხადეს.

"ახალი ტერმინალის სარემონტო სამუშაოები უკვე დასრულებულია. ელემენტარული, ძალიან მცირე, ბოლო სამუშაოები დარჩა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ძველის გადავადება. როგორც იცით, კედელი იხსნება და ერთიანი სივრცე ხდება. იქნება მოფრენისა და გაფრენის ტერმინალი,"-აცხადებენ პრესსამსახურში.

შეგახსენებთ, რომ ახალი ტერმინალი არსებულზე ოთხჯერ დიდი იქნება და საათში 1200 მგზავრის მომსახურებას შეძლებს. ანალოგიური სარემონტო სამუშაოები არსებულ ტერმინალშიც უნდა განხორციელდეს, რის შემდეგაც ახალი და ძველი ტერმინალების შეერთების ფაზა დაიწყება. შედეგად, ქუთაისს ექნება განახლებული, თანამედროვე ტიპის აეროპორტი ერთი საერთო ტერმინალით, მოფრენისა და გაფრენის დარბაზებით და ყველა იმ აღჭურვილობით, რომელიც საერთაშორისო სტანდარტის აეროპორტის ოპერირებისთვის არის საჭირო.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 348-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობა გრძელდება.
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი

ამინდი