Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

პროექტები, რომელიც ხონში ქართული და გერმანული მხარეების ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა

თარიღი : 24-01-2021, 20:36 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC) სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორს ვინსენტ დონტოს უმასპინძლა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორგანიზაციის მიერ ხონში განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებს.

დევნილთა დასახლებაში საბავშვო ბაღისა და კულტურის სახლის რეაბილიტაცია, სათემო განათლების ცენტრის მშენებლობა და აღჭურვა იმ პროექტების ჩამონათვალია, რაც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის მიერ ხონში განხორციელდა და დასრულების ფაზაშია.

ასევე, გერმანიის განვითარების ბანკის (KFW) მიერ დაფინანსებული პროექტი, რომელიც 2021 წელს დასრულდება, დევნილთა სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობასთან ერთად, მათ გრძელვადიან განსახლებას, ეკონომიკურ და საგანმანათლებლო გაძლიერებას ითვალისწინებს.

აღნიშნულ პროექტს ლტოლვილთა დანიის საბჭო (DRC) საქართველო, ხონის მუნიციპალიტეტში გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში ახორციელებს.


ნანახია: 245-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი