Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

არასამთავრობო ორგანიზაციების შენიშვნები და რეკომენდაციები ხელისუფლებას

თარიღი : 11-04-2014, 14:46 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
"სამართლიანი არჩევნების", "საერთშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" და "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ქუთაისის წარმომადგენლებმა 2014 წელს საარჩევნო კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრეს.
არასამთავრობო ორგანზიაციების წარმომადგენლებმის თქმით, პირველ ეტაპზე, განხილვები საარჩევნო სისტემის, საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების, ამომრჩევლების სიებისა და საარჩევნო დავების საკითხების მოგვარებით უნდა დაიწყოს.
„ცალსახად დადებითად უნდა შეფასდეს ხელისუფლების გადაწყვეტილება მერების და გამგებლების არჩევნების პირდაპირი წესით არჩევა. ასევე მისაღებია 50 %+1 ხმა, რაც უზრუნველყოფს ადგილობრივი აღმასრულებელი ორგანოს არჩევას მოსახლეობის უმრავლესობის მიერ. თუმცა, ამ ცვლილელებს მნიშვნელოვნად აკნინებს კოდექსისი ის ნორმა, რომლითაც საკრებულოს შეუძლია მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მიერ არჩეულ თანამდებობის პირს უნდობლობა გამოუცხადოს. თუმცა დადებით მხარეებთან ერთად არის ბევრი უარყოფითიც მაგალითად: საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება, ასევე საინიციატივო ჯგუფებს არ აქვთ უფლება მერობის ან გამგებლობის კანდიდატი დაასახელონ და ა.შ“- აცხადებს სამარტლიანი არჩევნების რეგიონული კოორდინატორი თეონა გოგიშვილი.
არასამთარვობო ორგანზიაციების წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, უმოკლედ ვადებში ხელისუფლება ისევ მიუბრუნდება საარჩევნო კანონმდებლობის განხილვას.


ნანახია: 2263-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საარჩევნო საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს საარჩევნო
იურისტების მთავარი შენიშვნა პირდაპირი წესით არჩეული მერისათვის ქალაქის საკრებულოს უმრავლესობის მიერ ყოველგვარი დასაბუთების
ცესკოს მონაცემებით, არჩევნებისთვის რეგისტრირებულია მერობის 369 კანდიდატი, მათ შორის 13 თბილისში.
საარჩევნო პერიოდში დარღვევის 8 ფაქტი გამოვლინდა
'ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ' USAID-ის და 'საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის' მხარდაჭერით პროექტის-

ამინდი