Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

“ქუთაისში, ავანგარდის უბანმა ახალი ფუნქცია და დატვირთვა შეიძინა”

თარიღი : 24-01-2021, 14:38 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, სულხან-საბას გამზირზე, მუნიციპალური ავტოპარკის მშენებლობა სრულდება.

ავტოპარკში მიმდინარე სამუშაოები ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა და მერის მოადგილე იუზა უგულავამ დაათვალიერეს.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ავტოპარკის ტერიტორიაზე მოეწყო ღია ავტოსადგომი 90 ავტობუსზე, ავტოპარკინგი პერსონალისა და ვიზიტორებისთვის, გამწვანების, მოსასვენებლი და სარეკრეაციო ზონები, აშენდა ადმინისტრაციული შენობა და სხვა დამხმარე ნაგებობები.
.
“ათწლეულებია ქუთაისში მუნიციპალური ტრანსპორტი არ გვქონია. ქალაქში უკვე ჩამოსულია 36 ახალი, თანამედროვე ავტობუსი, რომლებიც სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ახალი ავტობუსები პირველ ეტაპზე, ქუთაისში ყველაზე დატვირთულ მარშრუტებზე მოძრავ ავტობუსებს ჩაანაცვლებს.

ჩვენ ავაშენეთ სრულიად ახალი ავტოპარკიც. ავანგარდში, სულხან-საბას გამზირზე, ამ ავტოპარკის აშენებით ქუთაისის ამ უბანმა ახალი ფუნქცია და დატვირთვა შეიძინა,”-განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

მუნიციპალური ავტოპარკის სამშენებლო სამუშაოები შპს „სქაიჰაუსმა“ შეასრულა. ახალი ავტოპარკის მშენებლობაზე 2 642 776 ლარი დაიხარჯა.


ნანახია: 859-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი