Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერიაში ჟურნალისტებისათვის მედიაცენტრს აწყობენ

თარიღი : 22-01-2021, 15:11 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერიაში მედიაცენტრის მოსაწყობად სამუშაოები დაწყებულია. ამის შესახებ იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს მერიის პრესსამსახურში განუცხადეს. მათი თქმით, მედიის წარმომადგენლებისთვის პრესცენტრი ადგილობრივი ხელისუფლების შენობაში მოეწყობა.

"მედიაცენტრი ქუთაისის მერიის შენობაში განთავსდება. ჩაუტარდება სარემონტო სამუშაოები და ყველა იმ ინფრასტრუქტურით იქნება აღჭურვილი, რაც ცენტრის ფუნქციონირებისთვის იქნება საჭირო,"-აცხადებენ მერიის პრესსამსახურში.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის ახლადარჩეული მერი იოსებ ხახალეიშვილი მედიის წარმომადგენლებს პრესცენტრის მოწყობას დაპირდა. ხახალეიშვილმა აღნიშნა, რომ ჟურნალისტებს ღია სივრცეში მუშაობა არ უნდა უწევდეთ.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 240-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ჟურნალისტებისათვის ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მიღებული ახალი რეგულაციის შესახებ გახდა ცნობილი.

ამინდი